ვლადიმერ პუტინი დაიბადა 1952 წელს, ლენინგრადში. ის არის რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის მეორე (2000-2008) და მეოთხე (2012-) პრეზიდენტი. 1999-2000 და 2008-2012 წლებში რუსეთის მთავრობის მდივანი, 1998-1999 წლებში იყო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, 1999 წელს იკავებდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს. პუტინს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან, ვინაიდან ფაქტობრივად მისი ლიდერობის პერიოდში მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომი, საქართველოს ანექსია და დღემდე გრძელდება მცოცავი ოპკუპაცია. გარდა ამისა მას უკავშირდება უკრაინაში ყირიმის ომი და სხვა ბევრი მნიშვნელოანი პროცესი მსოფლიოში. ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირია მსოფლიოში. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს 10 ნაკლებად პოლიტიკური და ნაკლებად ცნობილი ფაქტი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დაუნდობლი ლიდერის, პუტინის შესახებ. 1) ვლადიმერ პუტინს უყვარს ძაღლები პუტინს ძალიან უყვარს ძაღლები. (ნუთუ ადამიანებზე მეტად?!) მას თავად ჰყავს ძაღლი ლაბადორ რეტრევიერი, რომლის სახელია კონი. თავისი საყვარელი კონი მას ყველგან დაჰყავს, თუნდაც უცხოელ კოლეგებთან მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ასევე ინტერნეტში მრავლადაა პუტინის სურათები სხვა ძაღლებთან ერთად, რომლებიც მთელი რუსეთის გარშემოა გადაღებული. ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ მას შეუძლია ჩახედოს თვალებში ძაღლებს და მიხვდეს რას ფიქრობენ ისინი. 2) ვლადიმერ პუტინს გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება აქვს პუტინს ჰყავს ორი ქალიშვილი მისი ყოფილი ცოლისგან - ლუდმილასგან, ეკატერინა და მარია. ისინი დაახლოებით 25-30 წლისანი არიან. მედიაში გაჟონა გოგონების ბავშვობის სურათებმა, თუმცა მათი ახლანდელი სურათები ჯერაც არ არის საჯარო. პუტინი არ უშვებს იმას, რომ გაახმაუროს სად ცხოვრობენ მისი შვილები, არიან თუ არა ისინი დაოჯახებული და ა.შ. 3) ვლადიმერ პუტინს არ მოსწონს ინგლისურად საუბარი მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურ ენას, მას არ უყვარს ინგლისურად საუბარი. როგორც ჩანს, ეს უარყოფითი დამოკიდებულება სულაც არ ვრცელდება ინგლისურენოვან სიმღერებზე, ვინაიდან 2010 წელს, ჯაზის ორკესტრთან ერთად მან საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმღერა სიმღერა “bluberry hills''.
4) ვლადიმერ პუტინი ჰომოფობია საიდუმლო არ არის, რომ პუტინი ჰომოფობია. 2013 წელს მან აქტიურად შემოიღო გეების საწინააღმდეგო კანონები. პარადოქსულია, რომ მას უყვარს ელტონ ჯონი. ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტი აღნიშნავს კიდეც, რომ ელტონ ჯონი განსაკუთრებული შემთხვევაა, ვინაიდან ის შესანიშნავი მომღერალია.5) 2013 წელს პუტინი განქორწინდა საბალეტო წარმოდგენა "La Esmeralda"-ს შემდეგ, რომელიც კრემლში გაიმართა, პუტინმა განაცხადა, რომ ის გაეყარა თავის მეუღლე ლუდმილა. მედიის ცნობით რუსეთის პირველი პირი და მისი ცოლი ბოლოს აღარც კი ესაუბრობდნენ ერთმანეთს. ასევე იყო მოსაზრება, რომ პუტინს ურთიერთობა ჰქონდა ბევრ ახალგაზრდა გოგონასთან, ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა უარყო.6) ვლადიმერ პუტინი უკავშირდება სტალინს და ლენინს ალბათ ბევრმა აზრმა გაგიელვათ თავში, თუ რითი შეიძლება ეს სამი პიროვნება ერთმანეთს უკავშირდებოდეს. დარწმუნებული ვარ ვერც წარმოიდგენდით, რომ მათ პუტინის ბაბუა აკავშირებდათ. ცნობილია, რომ ის შეფ-მზარეულად მუშაობდა ლენინის აგარაკზე და მოგვიანებით სტალინისთვისაც მოუმზადებია რამდენჯერმე საჭმელი.7) პუტინი არ ცხოვრობს მოსკოვში პრეზიდენტი თვლის, რომ ქალაქი მეტისმეტად დიდი, ხალხმრავალი და გადატვირთულია. ამიტომ ის თავის სასახლეში ცხოვრობს, რომელიც მოსკოვიდან მოშორებით, ქალაქგარეთ დგას.8) პუტინს აქვს შავი ქამარი ძიუდოში 1994 წელს პუტინმა ძიუდოში შავი ქამარი მოიპოვა. ის დღემდე ვარჯიშობს ძიუდოში და ხშირად სტუმრობს რუს ძიუდოისტებს. მისი სურათები მრავლადაა ინტერნეტში.
ერთი შესწორება-ყირიმი ყოველგვარი ომის და ბრძოლის გარეშე მიისაკუთრა რუსეთმა უკრაინის უფხო ხელისუფლების გამო, ისევე როგორც უფხო, უგერგილო და უნიათო ხელისუფლების გამო დაიკარგა სამაჩაბლო, აფხაზეთი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული იურისდიქციის ქვეშ დარჩენილი კოდორის ხეობა.
რამდენადაც მე ვიცი, პუტინი, ვიდრე გერმანიში საბჭოთა ჯარები იყო, იქ მუშაობდა და გერმანული იცოდა კარგად. თუ ამბობს, რომ ინგლისური ვიციო, ნამდვილად მისი ორეული იქნება :) ეხლა უკვე ვეღარ გაიგებ, პუტინი მართავს რუსეთს, თუ მისი მორიგი ორეული:)