ბოლო დროს სატვირთო ავტომობილების მწარმოებლები უფრო მეტ დროს უთმობენ მრავალტონიანების სამუხრუჭე სისტემას. ქალაქის პირობებში ხომ ექსტრემალური დამუხრუჭება საკმაოდ ხშირად გვხვდება: ბევრი მანქანა, გზაჯვარედინი, უყურადღებო მძღოლები და ფეხით მოსიარულეები.
ვიდეორგოლი გაჩვენებთ, რამდენად კარგად მუშაობს Volvo-ს ახალი სატვირთო მანქანის სამუხრუჭე სისტემა. მხოლოდ ერთი რამაა საინტერესო, ამ სუპერმანქანის უკან მომავალი მანქანაც თუ შეძლებს ასე სწრაფად დამუხრჭებას?