პარლამენტი - ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების საფუძველზე ფორმირდება, ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას - ასეთია ამ ორგანოს განმარტება, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მაინც. მაგრამ თუ რუსეთის დუმაში ფარულად გადაღებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი მეზობელი პარლამენტარები სესიების დროს ნაკლებად ზრუნავენ პოლიტიკაზე, კანონებზე თუ საერთოდ ქვეყანაზე და გაცილებით სასიამოვნო საქმიანობით არიან დაკავებული. მართლაც, ვის რაში სჭირდება ეს მოსაწყენი, გაუთავებელი ლაყბობები - მიხვედი სამსახურში, გაერთე და გაართე, მორჩა და გათავდა, მით უმეტეს, რომ ხალხის მანდატი ხელში გიჭირავს...