სხვა რაკეტა "Falcon 9" უცხოპლანტელების ხომალდმა ააფეთქა?(ვიდეო) 2016, 11 სექტემბერი, 10:07 როგორც ცნობილია 1 სექტემბერს კომპანია SpaceX -ის რაკეტა Falcon 9 სასტარტო მოედანზე აფეთქდა, რაკეტას კოსმოსში Facebook -ის თანამგზავრი უნდა გაეტანა.ზარალი 200 მილიონი დოლარია.
2016 წლის 1 სექტემბერს სასტარტო მოედანზე კაპე კანავარალში აფეთქდა რაკეტა მატარებელი Falcon 9, რომელიც მილიარდელ ელონა მასკს ეკუთვნოდა. აფეთქების ეპიცენტრი ან ჟანგბადის ბალონში იყო ან მის სიახლოვეს.ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. -რაღაც ანომალია ხდება სასტარტო მოედანზე-განცხადა კატასტორიფის შემდეგ მასკმა. -ჭეშმარიტად ანომალიაა და თან როგორი!-ამტკიცებენ უფოლოგები და ინტენრეტმომხმარებლების ნაწილი.ამჟამად YouTube -ზე დევს ვიდეო სადაც ასახულია რაკეტის აფეთქების შენელებული კადრებია. შენელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ რაკეტის სტარტის აღებისას სიახლოვეს ჩაიფრენს ამო, თან საკამოდ სწრაფად.ვიდეოს ჩვეულებრივ რეჟიმში ნახვის დროს ამის შემჩნევა შეუძლებელია. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი სფეროს ფორმისაა, აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ამო რაკეტის თავზე კიდია.ენთუზიასტები ფიქრობენ, რომ ეს იყო დივერსია.ხოლო მათი ავტორები უცხოპლანეტელები არიან.აბა სხვა ვინ? რაკეტას ორბიტაზე უნდა გაეტანა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი AMOS-6, რომლის მეშვეობითაც მარკ ცუკერბერგს სურდა გაეფართოვებინა "ფეისბუქის" არეალი, პირველ რიგში აფრიკაში.მთლიანად ქსელში ჩაერთვებოდა კიდევ 1 მილიარდი ადამიანი, რომლებიც ცივილიზაციას მოწყვეტილები არიან. მიზანი თითქოს კეთილშობილურია.მაშ რატომ არიან წინააღმდეგნი უცხოპლანტელები? რას გაიგებ. რაც შეეხება მოვლენის რეალურ ახსნას:ექსპერტები ფიქრობენ, რომ ობიექტმა რომელიც თითქოს რაკეტის გაწვრივ მიფრინავს, სინამდვილეში ახლოს ვიდეოკამერას ჩაუქროლა, ეს შეიძლება იყოს რაიმე მწერი, ან თუნდაც ჩიტი.თუმცა გადიდების შემდეგ ობიექტს აშკარად სფეროს ფორმა აქვს.კამათი ახლაც გრძელდება.ასეა თუ ისე, კატასტროფიდან მე-11 დღეს რაკეტა Falcon 9 -ის აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. 1536 8-ს მოსწონს 1-ს არა
|