სხვა კაცი, რომელიც +19 გრადუსზე გაიყინა – დაუჯერებელი რეალური ისტორია 2016, 12 სექტემბერი, 9:52 XX საუკუნის 50-იან წლებში სატვირთო ხომალდი, რომელსაც პორტუგალიიდან ღვინო მოჰქონდა, მივიდა დანიშნულების ადგილზე, შოტლანდიაში. ერთ-ერთი მეზღვაური ცივ სატვირთო განყოფილებაში შევიდა, იმ მიზნით რომ შეემოწმებინა ყველა ბოთლი გადმოიტვირთა თუ არა. მეორე მეზღვაურმა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, კარი გარედან ჩაკეტა. უნებურად დატყვევებული ამაოდ ცდილობდა ხმა მიეწვდინა გარეთ მყოფთათვის. სამწუხაროდ მისი არავის ესმოდა... გემი კი ისევ პორტუგალიაში გაბრუნდა. მეზღვაურმა საკმარისი რაოდენობის საკვები აღმოაჩინა, თუმცა, იცოდა რომ ასეთ ტემპერატურაზე დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მან აიღო რკინის ნაჭერი და მთელი თავისი ენერგიითა და დიდი ძალისხმევით გემის ტიხრებზე თავისი საშინელი ტანჯვის შესახებ ამოკაწრა. მან მეცნიერული სიზუსტით აღწერა ის გაუსაძლისი აგონია, რასაც განიცდიდა – თუ როგორ ახდენდა სიცივე მისი სხეულის პარალიზებას, როგორ მოეყინა ცხვირი, თითები ხელებსა და ფეხებზე, რამდენად აუტანელი იყო ყინულოვანი ჰაერით სუნთქვა და დამწვრობის შედეგად მიყენებული ტკივილის ატანა. როდესაც გემმა ლისაბონში ღუზა ჩაუშვა და საბარგო განყოფილება გახსნეს, მეზღვაური უკვე გარდაცვლილი იყო. იქ მყოფებმა მის მიერ კედლებზე ამოკაწრული ისტორია წაიკითხეს. თუმცა, ყველაზე წარმოუდგენელი ამ ისტორიაში სულ სხვა რამ იყო – თერმომეტრი +19 გრადუსს აჩვენებდა. ვინაიდან გემი უკან საქონლის გარეშე ბრუნდებოდა, გაციების სისტემა გათიშული იყო. ადამიანი მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ ეგონა სციოდა. ის საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლად იქცა. 661 15-ს მოსწონს
|