სხვა 12 დაავადება, რომელთანაც ბრძოლის დროს, კატის ფაქტორი მნიშვნელოვანია 2016, 15 სექტემბერი, 16:33 მკვლევართა ჯგუფებმა, რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის კავშირს და ურთიერთობებს სწავლობენ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე აღმოჩენა გააკეთეს, რითაც ადამიანის ჯანმრთელობაზე, კატების დადებითი გავლენის ფაქტი დაამტკიცეს. ახლა, სხვა ცხოველებთან შედარებით, ისედაც ტრადიციული უპირატესობის გარდა, ეს კრუტუნა ასრებები, შესაძლებელია სრულფასოვან სამედიცინო საშუალებად გადაიქცნენ, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს. თქვენს ბინაში ჩასახლებულ, თუნდაც ერთ პატარა კნუტს, შეუძლია დაგეხმაროთ: 1. გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზებაში მინესოტის უნივერსიტეტის მონაცემებით, კატებზე მზრუნველობა გულ–სისხლ–ძარღვთა სისტემის დაავადების რისკს 30-40% ამცირებს (სამწუხაროდ, ძაღლების მფლობელებზე ეს წესი არ ვრცელდება). მათ შორის, ეს ეხება მოულოდნელ შეტევებსაც, რომელიც მთელს მსოფლიოში, სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის. უნივერსიტეტის კვლევის შედეგებს, აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტიც ეთანხმება. რომლის განცხადებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათქვამია რომ: კატების ბედნიერ მფლობელები, გულის შეტევის შემდეგ, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, გამოჯანმრთელების შანსი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც კატა არა ჰყავს.
2. იმუნური სისტემის შენარჩუნებაში დადებითი ემოციები, რომლებსაც კატები თავიაანთი ქცევით იწვევენ, კარგი სტიმულატორია ადამიანის იმუნური სისტემისთვის. ეს ცხოველები კომპენსაციას უკეთებენ სოციალური ურთიერთობის დეფიციტს, ეხმარებიან ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში და იძულებულებს ხდიან მათ, რომ ეთამაშონ, რაც ასევე დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე. 3. ალერგიისა და სასუნთქი გზების პრობლემების თავიდან აცილებაში ბავშვები, რომლებსაც ზრდის პროცესში კატებთან (ძაღლებთან) აქვთ კონტაქტი, ალერგიის წინააღმდეგ, თავისებურ, ბუნებრივ იმუნიზაციას იღებენ. გარდა ამისა, ბავშვი ადრეული ასაკიდან სწავლობს ცხოველების სიყვარულს და უფრო მარტივად შედის კონტაქტში თანატოლებთან. 4. სისხლის წნევის დაწევაში კატაზე უბრალოდ ხელის გადასმა – რელაქსაციის კარგი მეთოდია, რომელიც ქვემოთ სწევს მაღალ სისხლის წნევას. დადგენილია, რომ კატების მფლობელები უფრო ნაკლებად იტანჯებიან ჰიპერტონიით, ვიდრე ისინი, ვისაც სახლში კატა არა ჰყავს. 5. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის შემცირებაში ამ ნივთიერებების შემცირების ძირითადი საშუალება სპეციალური დიეტა და ფიზიკური ვარჯიში არის. თუმცა, კატა ამ თერაპიის კარგი დანამატია შეიძლება იყო. 6. ინსულტის რისკის შემცირებაში სულ ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, კატაზე მზრუნველობა, ინსულტის პოტენციურ რაოდენობას 1/3-ჯერ ამცირებს. მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. 7. ძვლებისა და კუნთების აღდგენაში კატა კრუტუნის დროს, გამოსცემს ბგერებს, რომლის სიხშირე 20-140 ჰერცის ფარგლებში მერყეობს. რაც, თავისთავად, მნიშვნელოვან სამკურნალო ეფექტს იძლევა. მოტეხილი ძვლების უფრო სწრაფად შეზრდა – 25-დან 50-მდე ჰც სიხშირეზე ხდება (დადებით შედეგს 100-200 ჰც. სიხშირეც იძლევა). რბილი ქსოვილები, კერძოდ კუნთები, მყესები და იოგები, ასევე სწრადად აღდგება, ამ დამამშვიდებელი ბგერების ფონზე. იგივე ეხება სხვადასხვა ინფექციებს და სისხლჩაქცევებს. 8. სტრესის დამარცხებაში ცხოვრების ის ტემპი, რომლითაც დღეს ადამიანების უმრავლესობას უწევს ცხოვრება, მათ აიძულებს უფრო მეტი იმუშაონ და ერთმანეთთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ. კატასთან ურთიერთობა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობას აბალანსებს. ჩვეულებრივ, ადამიანები პრობლემების შესახებ, სხვა ადამიანებს უყვებიან, რომ დარდი შეიმსუბუქონ. კატა კი, რომელსაც ადამიანის კალთაში სძინავს, ყოველგვარ პრობლემას ავიწყებს მას და მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და შინაგან დაძაბულობას. 9. კარგ ხასიათზე მოსვლასა და დეპრესიის მოცილებაში ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ კატები არასოციალური მტაცებლები არიან, მაგრამ ამ საყვარელი მონადირეების მფლობელები, მკვლევარების მოსაზრებას არ ეთანხმებიან. კატებს ისეთი სიყვარული და მეგობრობა შეუძლიათ, როგორსაც ვერ შეძლებს ბევრი ადამიანი. იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ცოცხალი არსება ასე არის მასზე მიჯაჭვული, ყოველთვის ხასიათზე მოიყვანს ადამიანს, ცხოვრების ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. 10. მარტოობის გრძნობის დამარცხებაში კატებთან ურთიერთობა, სოციალურ ასპექტში, ადამიანებთან ურთიერთობაზე ნაკლები არ არის. თუ გარკვეული მიზეზების გამო, ადამიანი განიცდის მეგობრების მხარდაჭერის დეფიციტს, კატა დაეხმარება მას, მარტოობის გრძნობის დამარცხებაში. დღეს ოჯახები ისეთი დიდი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ამიტომ მშობლები, რომელთა შვილებიც გაიზარდნენ და ცალკე ცხოვრობენ, ძალიან ხშირად, კატას იყვანენ. 11. მკურნალობაზე ხარჯების შემცირებაში ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გამო, კატების მფლობელებს იშვიათად უწევს ექიმთან სტუმრობა. და თუ მაინც დასჭირდათ ექიმი, ისინი უფრო სწრაფად ამარცხებენ ავადმყოფობას, ვიდრე სხვები, იგივე სიტუაციაში. ასე, რომ, კატა ფულის დაზოგვის კარგი საშუალებაა. მათი საკვები ბევრად იაფი ღირს, ვიდრე ძვირადღირებული მედიკამენტები, ავადმყოფობის შემთხვევაში. ადრე ძაღლი ითვლებოდა სახლის თერაპევტად. მაგრამ, როგორც ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, კატები საუკეთესო მკურნალები არეიან, ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს შორის. 12. რეგულარულად ფიზიკური ვარჯიშით დაკავებაში ძაღლის მსგავსად, დღეში რამდენჯერმე, კატის გასეირნება საჭირო არ არის. მაგრამ, ამის გამო, ისინი ნაკლებად მოძრავები არ არიან. კატასთან თამასში აყოლის შემთხვევაში, ადამიანს კარგი ფიზიკური ვარჯიში გამოუვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფუმფულა ოჯახის წევრის გაზმორვის მოქმედებას გაიმეორებს, ყოველ ჯერზე, როდესაც ამას კატა გააკეთებს, ნაკლები პრობლემები ექნება, წელთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კატას არ შეუძლია, თავისი 9 სიცოცხლიდან, თუნდაც რაღაც ნაწილი, პატრონს გაუზიაროს. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ თქვენი ერთადერთი სიცოცხლე, თუ მას ამ საყვარელ, ფუმფულა და ძალიან სასარგებლო არსებას დაუკავშირებთ. 2277 8-ს მოსწონს
|