საზოგადოებრივი 8 სახიფათო სინდრომი,როდესაც პიროვნება საყვარელ ადამიანს შორდება 2016, 7 სექტემბერი, 17:27 საყვარელ ადამიანთან დაშორება იწვევს დეპრესიას, კრუნჩხვებს და პიროვნულ კრიზისს. ექსპერტებმა დაასახელს 8 ძირითადი უარყოფითი მოვლენა, რომელსაც საყვარელ ადამიანთან განშორება იწვევს. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ეს მოვლენა.დასკვნა კი ინტერნეტგამოცემა Elite Daily -ზე გამოაქვეყნეს. 1)ფიზიკური ტკივილი-საყავრელ ადამიანთან განშორების შემდეგ ისეთი ტკივილი გეწყებათ მუცელში, თითქოს ვიღაცამ ძლიერად ჩაგარტყათ....სინამდვილეში არავითარი ფიზიკური დაზიანება არ არსებობს.კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს გატეხილი გულის სინდრომით ტვინში იგივე ზონა უაქტიურდება, რომელიც ტკივილზე აგებს პასუხს. 2)გახდომა, ან პირიქით გასუქება-გატეხილი გულის სინდრომი იწვევს გახდომას ან წონაში მომატებას.ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, ანუ მოწყენილი და დამწუხრებული ადამიანი რა მეთოდით უმკლავდება სტრესს.გარბის მაცივრისკენ და ხარბად შთანთქავს ყველაფერს, თუ პირიქით საერთოდ საჭმელს პირს არ აკარებს. 3)სტრესის ჰორმონი-როდესაც სიყვარულს განვიცდით, ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს დოფამინს და ოქსიტოცინს, რომელიც ბედნიერების განცდას გვანიჭებს. როდესაც ჩვენი გული გატეხელია, ეს ქიმიური ელემენტები წყვეტს ფუნქციონირებას, ამის შემდეგ ორგანიზმში წარმოიქნება კორტიზოლი და ეპინეფრინი-სტრესის ჰორმონები. 4)დეპრესია-ეს გატეხილი გულისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინდრომია.დეპრესია იწვევს ადამიანში საკუთარი თვითშეფასების დაცემას და თუ საყვარელმა ადამიანმა მიატოვა ეს სინდრომი ორმაგად ძლიერდება. 5)აბსტინენციის სინდრომი ანუ ე.წ. "ლომკა"-ეს ძირითადად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოზე.საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ "ლომკა" ძლიერდება. 6)პიროვნული კრიზისი-ხშირად გატეხილი გულის სინდრომის შემდეგ, ადამიანი უსვამს თავის თავს კითხვას: საერთოდ რატომ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე?საყვარელ ადამიანთან განშორება მათში ცვლის წარმოდგენას საკუთარ თავზე..შედეგი ზოგჯერ შეიძლება ფატალურიც იყოს. 7)პირველი გაშორების შემდეგ-ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნირებმა დაადგინეს, რომ პირველ განშორებას მეორეც მოჰყვება.ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია-75%. 8) სიმარტოვე-მიტოვებულ ადამიანების უმეტესობას მარტოობა სურს.თუმცა ისინი მთელი ძალებით უნდა ეცადნონ კომპანიას შეურთდნენ.მხოლოდ ამ მეთოდით თუ აიწევს დოფამინის მაჩვენებელი და შესაბამისად გუნება-განწყობაც გამოკეთდება. 279 8-ს მოსწონს 1-ს არა
|