ტექნიკური ამერიკელებმა გამოქვეყნეს ვიდეო,სადაც რუს სამხედროებს კონტაქტი აქვს უცხოპლანტელების ხომალდთან(ვიდეო) 2016, 5 სექტემბერი, 12:15 ![]() ვიდეო საკმაოდ პოპულარული გახდა ქსელში, "იუ ტუბზე" ვიდეომ რამდენიმე დღეში 400 000-მდე ნახვა დააგროვა. ვიდეოში ჩანს, რომ გადაღება ვერტმფრენის კაბინიდან მიმდინარეობს, ცაში ამოუცნობი ობიექტი ლივლივებს, ხოლო მინდორზე სამხედროები დარბიან. "როგორც საბჭოთა პერიოდში და ახლაც, თანამედროვე რუსეთში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების და სხვა პარანორმალური მოვლენების თემა ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო, -არცერთი ადამიანი ამის შესახებ სახალხოდ არ ისაუბრებს"-იუწყება საიტი. ვიდეოს "იუ ტუბზე" ასეთი სათაური აქვს:"რუსი ჯარისკაცების გაჟონილი ვიდეო, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დიდ შავ ამოს-თან.აგვისტო 2016". ვიდეოს 300-მდე კომენტარი ახლავს, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს არის მონტაჟი...უფრო მეტიც, ზოგი მას ამერიკელების "იუმორისტულ ვიდეორგოლს" უწოდებს. 2274 7-ს მოსწონს 1-ს არა
|