x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხილი და ბოსტნეული, რომელიც ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში და სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება

ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერ ქალს სურს, რომ ახალგაზრდობა და სილამაზე, რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს. ამისათვის კი, რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო: ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება — სპორტით დაკავება, ბევრი მოძრაობა. გარდა ამისა, ემოციურ–ფსიქიკური მდგომარეობის კონტროლი და დაბალანსებული, ანუ ჯანსაღი კვება, რომლის შესახებ, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.


image


ქალის ორგანიზმში რამდენიმე ჰორმონი გამომუშავდება, რომელიც მის ახალგაზრდობას და სილამაზეს უზრუნველყოფს. ანუ არსებობს პროდუქტები, რომელიც ამ ჰორმონების დიდი რაოდენობით გამომუშავებას უწყობს ხელს. ასეთი კი, 5 ჰორმონია:

დეჰიდროეპიანდროსტერონი — აქტიურად ზრდის ნივთიერებათა ცვლას, რითაც სხეულს ჭარბი წონის დაგროვებისგან იცავს.
მელატონინი — ეს ე. წ. ბედნიერების ჰორმონია, რომელიც განწყობას ამაღლებს და სრულყოფილ ძილზეა პასუხისმგებელი.
სომატოტროპინი — ინარჩუნებს კუნთების ტონუსს, ხელს უწყობს ძვლის ზრდას, ბლოკავს ცელულიტის და ცხიმოვანი ნაოჭების წარმოქმნის პროცესებს, კანს გლუვს და ელასტიკურს ხდის.
ტესტოსტერონი — გავლენას ახდენს ქალის სექსუალობაზე. აღნიშნული ჰორმონი ყველაზე აქტიურად, დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს გამომუშავდება (ცეკვა, ფიტნესი, სპორტი — არჩევანი თქვენზეა).
ესტროგენები — ქალის სასქესო ჰორმონები, რომლებიც გავლენას ახდენენ სასქესო ორგანოების ჯანმრთელობაზე და ქალის სხეულის რეპროდუქციულ ფუნქციებზე.
ახლა კი, პროდუქტებზე ვისაუბროთ, რომელთა გამოყენება, ქალის ორგანიზმს ჰორმონების სრულ სინთეზს უზრუნველყოფს.
თევზი — ის სასარგებლოა, მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების გამო, რომელიც ქოლესტერინის დონეს აქვეითებს. ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ორგანიზმს ეხმარება დეპრესიასთან ბრძოლას და მახვილგონებრივების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ვაშლი — ანტიბაქტერიული თვისების გამო, ძალიან სასარგებლოა კუჭისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის. შეიცავს კვერცეტინს, რომელიც კიბოს უჯრედების ზრდას აფერხებს. მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით.
სტაფილო — პრაქტიკულად, თითქმის ყველა ვიტამინს შეიცავს: С, В1, В2, В6, В12, D, Е, Н, К, Р, РР, ბეტა კაროტინი და პროტეინი, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ნაოჭების გაჩენისგან იცავს, ამცირებს კიბოს უჯრედების გაჩენის რისკს.
პომიდორი — შეიცავს ლუტეინს, რომელიც სასარგებლოა მხედველობისთვის; ხოლო, მასში შემავალი ლიკოპენი, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს განვითარების რისკებს.
ზეთისხილი — ცხიმებისა და D ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო, ის კანისა და თმის პრობლემებს უმკლავდება. შეიცავს უამრავ ვიტამინს და მიკროელემენტებს, განსაკუთრებით მდიდარია Е ვიტამინით და რკინით. ასევე ძალიან სასარგებლოა ზეითუნის ზეთიც.
რძე — შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს და D ვიტამინს, ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
ბანანი — შეიცავს А, С, В6 ვიტამინებს, ახდენს ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებას, შეიცავს რკინას, რომელიც ზრდის ჰემოგლობინის დონეს.
მოცვი — დადებით გავლენას ახდენს შარდსასქესო სისტემის ორგანოებზე, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს.
ხახვი — მრავალი დაავადების წამალია, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის მუშაობაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
კაკალი — მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, კარგია გულის კუნთის და მხედველობისთვის, ამცირებს დიაბეტის რისკს.
ისპანახი — მდიდარია С, В1, В2, В6, В12, РР, Р, Е, D. К ვიტამინებით და მინერალური მარილებით. მის შემცველობაშია: კალიუმი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი და მაგნიუმი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში, მთელი მსოფლიოს მართვის იდეა?

* დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ისტორიების მიხედვით გადაღებული 10 ფილმი

* სად ინახება არამიწიერი ცივილიზაციების არტეფაქტები?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0