სხვა კოქტეილი – საკვების ნაცვლად 2016, 7 სექტემბერი, 9:51 პროგრამისტმა აშშ-დან, რომელიც დაიღალა თავისი დროისა და ენერგიის კვების პროდუქტების შეძენაზე და სამზარეულოში ტრიალზე ხარჯვით, შექმნა კოკტეილი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას ადამიანის არსებობისთვის. «მე დავიწყე ბიოლოგიის წიგნების კითხვა და იმაზე დავფიქრდი, რომ შესაძლებელია ჩვენი უჯრედებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, საკვებ ნივთიერებას სტაფილოდან მივიღებთ თუ ფხვნილიდან». მისი კოკტეილი, რომელსაც მან Soylent დაარქვა, შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს.
«საკვები ჩემთვის ისევეა — როგორც დასვენება, როგორც კინოში წასვლა, მაგრამ მე არა მაქვს დღეში 3-ჯერ კინოში წასვლის სურვილი» — ამბობს რაინჰარტი. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებამ დღეში რამდენიმე საათის და თვეში ასობით დოლარის ეკონომია მომცა. თუ ადრე მას პროდუქტების შეძენაზე 220 დოლარი, ხოლო გარეთ კვებაზე 250 დოლარი ეხარჯებოდა, ამჟამად ის მხოლოდ 50 დოლარს ხარჯავს. I. მისი დახმარებით ნებისმიერი შეძლებს ზედმეტი წონის დამარცხებას. II. კოქტეილი იმდენად იაფი ჯდება, რომ ყველას «დაპურება» შეიძლება იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი შიმშილობს. კოქტეილის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: ნახშირწყლები (200 გრ.), ცილები (50 გრ.), ცხიმები (65 გრ.), ნატრიუმი (2, 4 გრ.), კალიუმი (3, 5 გრ.), ქლორი (3.4 გრ.), ცელულოზა (5 გრ.), კალციუმი (1 გრ.), რკინა (18 გრ.), იოდი (150 მკგრ.), მაგნიუმი (400 მგრ.), თუთია (15 მგრ.), სელენიუმი (70 მკგრ.), სპილენძი (2 მგრ.), მანგანუმი (2 მგრ.), ქრომი (120 მკგრ.), მოლიბდენი (75 მკგრ.), ვიტამინი А (5000 МЕ*), ვიტამინი В6 (2 მგრ.), ვიტამინი В12 (6 მკგრ.), ვიტამინი С (60 მგრ.), ვიტამინი D (400 МЕ), ვიტამინი Е (30 МЕ), ვიტამინი К (80 მკგრ.), ტიამინი (1, 5 მგრ.), რიბოფლავინი (1, 7 მგრ.), ნიკოტინმჟავა (20 მგრ.), ფოლიუმის მჟავა (400 მკგრ.), ბიოტინი (300 მკგრ.), პანტოთენის მჟავა (10 მგრ.). პლიუს დამატებით, ნაკლებად მნიშვნელოვანი ინგრედიენტები: ლიკოპინი (500 მკგრ.), ომეგა-3 ცხიმმჟავები (750 მგრ.), ჟენშენი (50 მკგრ.), გინკო ბილობა (100 მკგრ.), ლუთეინი (500 მკგრ.), ალფა-კაროტინი (140 მკგრ.), ვანდი (100 მკგრ.). МЕ* – ზომის საერთაშორისო ერთეული ფარმაკოლოგიაში 134 9-ს მოსწონს
|