სხვა ნორვეგიელი მოხუცი,რომელიც საერთოდ არ ჰგავს მილიარდელს 2016, 1 სექტემბერი, 16:43 ამ მოხუცის გარეგნობა ნამდვილად შეგაცდენთ.ერთი შეხედვით რიგითი პენსიონერი გეგონებათ, რომელიც თვიდან თვემდე პენსიას ელოდება, თუმცა 92 წლის ულავ ტუნი(Olav Thon)ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია ნორვეგიაში.იგი ფლობს მრავალრიცხოვან კომერციული დანიშნულების უძრავ ქონებას, მათ შორის სასტუმროებს. პარასკევ საღამოს, როდესაც ყველა თამაშრომელი სახლში მიემართება, ულავი ოფისში რჩება და გვიანობამდე მუშაობს.არც პენსიაზე გასვლას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ღრმად მოხუცებულია. "ოფისში დილით 7-8 საათზე მოვდივარ, ვაწყობ შეხვედრებს, საღამოს კი დაახლოებით 6 საათზე სახლში მივდივარ.10 საათიანი სამუშაო დღე ეს ჩემთვის ნორმაა, მე მიყვარს ჩემი სამუშაო"-აცხადებს ჟურნალ Scandinavian Traveler-თან ინტერვიუში მილიარდელი. ულევი მიჩვეულია ძველ დიალექტზე საუბარს, იყენებს ზმნების ფორმებს, რომელიც 20 წლის ნორვეგიელს არც არასოდეს გაუგია.როგორც თვითონ აცხადებს, ასე საუბრობდნენ მის მშობლიურ სოფელ ილში ჰალინგდალის ველზე, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. ულავ ტუნი კომპანია Olav Thon Gruppen -ის თავმჯდომარეა, რომელსაც ეკუთვნის სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, როგორც ნორვეგიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მის მფლობელობაშია აგრეთვე აეროპორტი და ქიმიური ქარხანა. ულევმა წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც ოსლოს გარეუბანში საკუთარი თექის საამქრო გახსნა.ამის შემდეგ იგი საბოლოოდ დაემშვიდობა მშობლიურ სოფელს და ფერმას.საქმეები ისე წარმატებით აეწყო, რომ 20 წლის ასაკში ოსლოს ცენტრში პირველი ფილიალი გახსნა....შემდეგ ქალაქის ცენტრში შეიძინა სავაჭრო შენობა.ხელზე მხოლოდ 80 000 კრონი ჰქონდა, ამიტომ დანარჩენი ბანკიდან აიღო სესხი."მე ყოველთვის დროულად ვაბრუნებდი ბანაკში სესხს, ამიტომ მათთვის სასურველი კლიენტი ვიყავი"-აცხადებს ულავი. ადამიანებს, რომლებსაც ფულის შოვნა და გამდიდრება შეუძლიათ აკრიტიკებენ და ლანძღავენ, გამონაკლისი არრ ნორვეგიაა.აკრიტიკებდნენ მას პოლიტიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები და სხვა. "მე სულ არ მაღელევებს ასეთი ამბები, მაქვს უდიდესი რწმენა და მჯერა ჩემი შესაძლებლობების"-აცხადებს ულევი. მისი ცხოვრების წესი განსხვავდება სხვა მილიარდელებისაგან.ჰყავს "ფოლცვაგენი", აქვს ერთი წყვილი თხილამური და ერთი ველოსიპედი, დადიც ცოლის მოქსოვილი წითელი ქუდით, რომელსაც შიგნიდან აწერია "დაკარგვის შემთხვევაში ქუდის მპოვნელი დასაჩუქრდება 500 კრონით" და მითითებულია ტელეფონის ნომერი. ულავ ტუნს ქველმოქმედებაც არ ავიწყდება.ამას წინათ ნორვეგიის ტრეკინგის ასოციაციას საჩუქრად შენობა გადასცა.ამასთანავე შექმნა საქველმოქმედო ფონდი და თავის ერთ-ერთი კომპანია მას გადაუფორმა. ულავს შვილები არა ჰყავს."ფულს იმ ქვეყნად ვერ წავიღებ-აცხადებს ულავ ტუნი-ამიტომ ჩემი მთელი ქონება კეთილ საქმეებს მოხმარდება." 376 8-ს მოსწონს 1-ს არა
|