სხვა ნორვეგიელი მოხუცი,რომელიც საერთოდ არ ჰგავს მილიარდელს 2016, 1 სექტემბერი, 16:43 ![]() ამ მოხუცის გარეგნობა ნამდვილად შეგაცდენთ.ერთი შეხედვით რიგითი პენსიონერი გეგონებათ, რომელიც თვიდან თვემდე პენსიას ელოდება, თუმცა 92 წლის ულავ ტუნი(Olav Thon)ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია ნორვეგიაში.იგი ფლობს მრავალრიცხოვან კომერციული დანიშნულების უძრავ ქონებას, მათ შორის სასტუმროებს. ![]() "ოფისში დილით 7-8 საათზე მოვდივარ, ვაწყობ შეხვედრებს, საღამოს კი დაახლოებით 6 საათზე სახლში მივდივარ.10 საათიანი სამუშაო დღე ეს ჩემთვის ნორმაა, მე მიყვარს ჩემი სამუშაო"-აცხადებს ჟურნალ Scandinavian Traveler-თან ინტერვიუში მილიარდელი. ![]() ულავ ტუნი კომპანია Olav Thon Gruppen -ის თავმჯდომარეა, რომელსაც ეკუთვნის სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, როგორც ნორვეგიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მის მფლობელობაშია აგრეთვე აეროპორტი და ქიმიური ქარხანა. ![]() ![]() "მე სულ არ მაღელევებს ასეთი ამბები, მაქვს უდიდესი რწმენა და მჯერა ჩემი შესაძლებლობების"-აცხადებს ულევი. ![]() მისი ცხოვრების წესი განსხვავდება სხვა მილიარდელებისაგან.ჰყავს "ფოლცვაგენი", აქვს ერთი წყვილი თხილამური და ერთი ველოსიპედი, დადიც ცოლის მოქსოვილი წითელი ქუდით, რომელსაც შიგნიდან აწერია "დაკარგვის შემთხვევაში ქუდის მპოვნელი დასაჩუქრდება 500 კრონით" და მითითებულია ტელეფონის ნომერი. ულავ ტუნს ქველმოქმედებაც არ ავიწყდება.ამას წინათ ნორვეგიის ტრეკინგის ასოციაციას საჩუქრად შენობა გადასცა.ამასთანავე შექმნა საქველმოქმედო ფონდი და თავის ერთ-ერთი კომპანია მას გადაუფორმა. ულავს შვილები არა ჰყავს."ფულს იმ ქვეყნად ვერ წავიღებ-აცხადებს ულავ ტუნი-ამიტომ ჩემი მთელი ქონება კეთილ საქმეებს მოხმარდება." ![]() 376 8-ს მოსწონს 1-ს არა
|