x
image
მანჩო 777
რიანას და დრეიკის კოცნა, ბრიტნი სპირსის შოუ და MTV VMA 2016 - ის სხვა ნათელი მომენტები
ორი დღის წინ ნიუ-იორკში გაიმართა წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება-MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია.


image


ცერემონია, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ყველა ცნობილ ვარსკვლავს იზიდავს.



image



წითელ ხალიჩაზე ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ულამაზეს და ექსტრავაგანტულ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები: იყო უამრავი მინი, მაქსი, ფრთები, ბუნებრიობა, შიშველი და გამჭვირვალე კაბები, ბრწყინვალება და ცოტაოდენი ეპატაჟიც.


image


ბეიონსე წითელ ხალიჩაზე თავის ოთხი წლის გოგონასთან, ბლუ აივთან ერთად გამოცხადდა, რომელმაც ამ ცერემონიაზე ლამის ყველაზე მეტი ყურადღება და აღატაცება დაიმსახურა.


image


ბრიტნი სპირსი დაჯილდოებაზე იმ კაბით მივიდა, რომელიც Instagram-ზე წინა დღეს უჩვენა თავის გამომწერებს.


image



მოდელმა ნაომი კემპბელმა ყველა გააოცა თავისი თმის სიგრძით,


image

ხოლო ალისა კეი საერთოდ უმაკიაჟოდ მოვიდა საზეიმო საღამოზე.


image


კიდევ ერთი სიურპრიზი იყო უესტის და კარდაშიანის ვარსკვლავური წყვილის გამოჩენა. ჯერ კიდევ წინადღეს კიმი ქერათმიანი იყო, ახლა კი...


image


საზეიმო ცერემონია რიანას გამოსვლით დაიწყო, თუმცა ყველა მოუთმენლად ელოდა ბრიტნი სპირსის გამოსვლას, რომელიც უკანასკნელად MTV-ის სცენაზე ცხრა წლის წინათ ავიდა. პოპ-ვარსკვლავმა თავისი ახალი სიმღერა რეპერ ჯეი-ზისთან ერთად შეასრულა.



დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი გახლდათ რიანას და დრეიკის კოცნა პირდაპირ სცენაზე: დრეიკმა ბარბადოსელს ჯილდო გადასცა, მას ''ცოცხალი ლეგენდა'' უწოდა და სიყვარულში გამოუტყდა.



პრემიის მთავარი ლაურეატი ბეიონსე გახდა: დაწესებული 11 ჯილდოდან მან ყველაზე მეტი- რვა ჯილდო წაიღო სახლში თავისი უკანასკნელი ალბომის Lemonade-ის წყალობით.


image


მამაკაცებს შორის მთავარი ჯილდო გადასცეს კევინ ჰარისს, რიანა კი მუსიკალურ კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის მაიკლ ჯექსონის სახელობის პრიზით დააჯილდოვეს.


image

საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად აღიარეს დევიდ ბოუის კლიპი Blackstar, რომელიც მუსიკოსის ბოლო ალბომშია შესული.
საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის MTV-ის ჯილდო ბრიტანულმა პოპ - ჯგუფმა Coldplay-მ მიიღო კლიპისთვის Up&Up.

MTV-ს გამარჯვებულებს თაყვანისმცემლები კენჭისყრის საშუალებით ირჩევენ. ორი დღის წინ გამართული ცერემონია რიგით 33-ე იყო.

გთავაზობთ გამარჯვებულთა სრულ სიას:


წლის ვიდეო : Beyoncé - Formation”
ქალის საუკეთესო ვიდეო : Beyoncé - Hold Up
საუკეთესო პოპ ვიდეო -: Beyoncé - “Formation”
ვიდეო - „გარღვევა“ - Beyoncé – Lemonade
საუკეთესო ქორეოგრაფია - Beyoncé – “Formation” (Choreographer: Chris Grant, JaQuel Knight, Dana Foglia)
საუკეთესო რეჟისურა - Beyoncé – “Formation” (Director: Melina Matsoukas)
საუკეთესო ოპერატურა - Beyoncé – “Formation” (Cinematographer: Malik Sayeed)
საუკეთესო მონტაჟი - Beyoncé – “Formation” (Editor: Jeff Selis)
მამაკაცის საუკეთესი ვიდეო - Calvin Harris ft. Rihanna – "This Is What You Came For"
საუკეთესო თანამშრომლობა - Fifth Harmony ft. Ty Dolla $ign – "Work From Home"
საუკეთესო ჰიპ პოპ ვიდეო - Drake - Hotline Bling
ზაფხულის სიმღერა: Fifth Harmony featuring Fetty Wap — "All In My Head"
საუკეთესო როკ ვიდეო: twenty one pilots – “Heathens”
საუკეთესო ელექტრონული ვიდეო : Calvin Harris & Disciples – “How Deep Is Your Love”
საუკეთესო ახალი არტისტი - DNCE
საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი - David Bowie – “Blackstar” (Production Designer: Jan Houllevigue)
საუკეთესო ვიზუალური ეფექტი - Coldplay – “Up&Up” (VFX Editor: Vania Heymann)

0
328
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0