x
image
მანჩო 777
ათი ვარსკვლავი, რომლებსაც სლავური ფესვები აქვთ
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ლამაზი ბავშვები იბადებიან შერეული ქორწინების შედეგად, და არცაა გასაკვირი, რომ ბევრი ჰოლივუდელი მსახიობის ძარღვებში ჩქეფს რუსული, უკრაინული, ბელორუსული სისხლი.

წარმოგიდგენთ სლავური ფესვების მქონე ათ ჰოლივუდის ვარსკვლავს:

image
































ლეონარდო დი კაპრიო-ყველაზე ცნობილი "რუსია" ჰოლივუდში. სამი წლის წინ, რუსეთში ვიზიტის დროს, ლეომ ჟურნალისტებს უამბო: "ჩემი წინაპრების გვარი იყო სმირნოვი, ახლა აქ რომ ჩემთან ერთად იყოს ბებია, ის რუსულად თავისუფლად დაგელაპარაკებოდათ.მისი ოცნება იყო სანკტ-პეტერბურგის მონახულება, მაგრამ სამწუხაროდ ბებია ორი წლის წინ გარდაიცვალა. ჩემი ბაბუაც რუსია, ასე რომ მე ნახევრად რუსი ვარ."


image

გვინეტ პელოტროუს მშობლები ცხოვრობდნენ მინსკში, მათი გვარი იყო პელტროვიჩი, მაგრამ ამერიკაში გადასახლების შემდეგ გვინეტის მშობლებმა გვარი ოდნავ შეასწორეს, რომ ინგლისურენოვანი ადამიანებისათვის იოლად წარმოსათქმელი ყოფილიყო.

image

ნიკოლ შერზინგერი-ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ლამაზმანის ფესვები რუსეთშია.ნიკოლის მამა ფილიპინელია, დედა კი სანახევროდ ჰავაელი და სანახევროდ რუსი. მომღერლის სრული სახელია Николь Эликолани Прасковья Шерзингер.

image

რობერტ დაუნი უმცროსიც დაკავშირებულია რუსეთთან მამის ხაზით. ერთხელ მსახიობმა განაცხადა:"მე დამიხატეს გენელოგიური ხე, ის რუკას უფრო წააგავს და მამის მხრიდან ფიგურირებს რუსეთი და პოლონეთი."

image

პამელა ანდერსონსაც შეუძლია თავი მოიწონოს რუსი წინაპრებით. მისი ნაამბობიდან:"ჩემი ბებია იყო რუსი. თავდაპირველად ის ემიგრირებული იყო ჰოლანდიაში, შემდეგ კი კანადაში. ასე რომ მე რუსული სისხლიც მაქვს."

image

მუსიკოსი ლენი კრავიცი-როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, მამის მხრიდან მას გააჩნია რუსულ-უკრაინული ფესვები."მე არასოდეს ვყოფილვარ რუსეთში, არ ვიცი იქ თუ მყავს ნათესავები, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემი ბაბუა დაიბადა კიევში. ოდესმე აუცილებლად მოვინახულებ ამ ქალაქს."-ამბობს მუსიკოსი.

image

მაიკლ დუგლასი-ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობის ბაბუა ემიგრირებული იყო რუსეთიდან, რათა თავი აერიდებინა რუსეთ-იაპონიის ომში მონაწილეობისაგან.დღეს მისი გვარი სულ სხვანაირად იჟღერებდა- Даниелович-Демские, მაგრამ მაიკლის მამამ არჩია უბრალო ამერიკული გვარის დუგლასის ტარება.

image

მილა კუნისი-ადრეული ბავშვობა მან დასავლეთ უკრაინაში გაატარა, ქალაქ ჩერნოვციში. ამერიკაში მილას მშობლები მაშინ გადასახლდნენ, როცა ის ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, თუმცა ცოტაოდენი რუსულის ცოდნა მილას ახლაც შემორჩენილი აქვს.

image

მილა იოვოვიჩი-მსახიობი და მოდელი მშვენივრად საუბრობს რუსულ ენაზე და ეს არცაა გასაკვირი:მისი დედა -გალინა ლოგინოვა, წარმოშობით რუსია, მამა კი ჩერნოგორიელი.

მილა დაიბადა კიევში, ხოლო ამერიკაში ოჯახი გადასახლდა, როცა ის უკვე ზრდასრული იყო.

image

ნატალი პორტმანი- მსახიობის მშობლები ებრაელები არიან, მისი ოჯახი მოლდავეთში, ქალაქ კიშინიოვში ცხოვრობდა. შემდეგ ისინი გადასახლდნენ ისრაელში, სადაც დაიბადა მომავალი მსახიობი. აგრეთვე რუსული ფესვები ჰქონდა ნატალის დედას.

ამგვარად, სტატიაში წარმოიგიდგინეთ სლავური ფესვების მქონე ვარსკვლავების ათეული. იმედია მოგეწონათ და სიამოვნებით გაეცანით მათ მოკლე ბიოგრაფიას.

3
1014
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1014
  
2013, 11 სექტემბერი, 0:48
საინტერესო სტატიაა
2013, 10 სექტემბერი, 20:18
სია შეიძლება მომავალში გაგრძელდეს. ეს მხოლოდ ათეულია.:)
2013, 10 სექტემბერი, 19:54
ჯონ მალკოვიჩი? მართალია მთლად რუსი არა, მაგრამ ხორვატიული, სლავური ფესვები აქვს.
0 1 3