სხვა დაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოა 2016, 24 აგვისტო, 10:27 ვიცით, რომ ცხვირიდან გამონადენი ჩნდება მწვავე და ქრონიკული სურდოს, წიაღების ანთების შემთხვევაში, თუმცა ე.წ. "ჟღვინტლები" გარკვეული რაოდენობით ქრონიკულად არსებობენ ჩვენს ცხვირში, რომლებიც უცხო ნაწილაკების მოხვედრის შემთხვევაში წარმოიქმნება. და ასევე, ცხვირის ლორწოს აქვს გამონადენი იმის გამო, რომ მოახდინოს გარემოდან მოხვედრილი დამაბინძურებლების გაფილტვრა. ეს ყოველივე კარგია, თუმცა ამაზრზენია ყურება გვერდზე მჯდომი ადამიანი თუ როგორ იჩიჩქნის თითით ცხვირს, თუმცა უფრო ამაზრზენია იმის ყურება, როგორ მიირთმევს იქ ნაპოვნ გამონადენს- ჟღვინტლს. რაოდენ გიჟურად და წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ "მათი" მირთმევა ძალზედ სასარგებლოა.
ჩვევები- საზოგადოებაში იჩიჩქნო ცხვირი და მიირთვა იქ ნაპოვნი "ჟღვინტლი", ნიშანია ცუდი აღზრდისა და ელემენტარული კულტურული დონის უქონლობის, თუმცა კანადელი პროფესორი Scott Napper-ი ასე სულაც არ ფიქრობს, მისი კვლევებითა და მტკიცებით "ჟღვინტლები" ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო და მეტიც, იმუნური სისტემისთვის ძალზედ სასარგებლოა. ამ დასკვნამდე მეცნიერები 2013 წელს მივიდნენ და მას შემდეგ, რაც შეისწავლეს არგუმენტები ე.წ. "ჟღვინტლის", სრულიად დაეთანხმნენ კოლეგას. ფაქტობრივად წყალია "ჟღვინტლის" 90%, რომლებიც არის მარილიანი და წარმოადგენენ მტვრისა და ჭუჭყის წარმონაქმნს ცხვირის ლორწოვან გარსში, თუმცა ამის გამო ჯანმრთელობისთვის მავნე სულაც არ არის. "ჩვენ მთელი რიგი ევოლუციებისა ყველანაირ პირობებში შევისწავლეთ, ამიტომ დავამტკიცედ, რომ ზედმეტი სიყვარული სისუფთავისა და ჰიგიენის მიმართ მნიშვნელოვნად ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ე.წ. "ჟღვინტლები" კი განსაზღვრული პროცენტით ძლიერ ანტისხეულებს შეიცავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას საგრძნობლად უწყობს ხელს"- ამბობს პროფესორი Scott Napper-ი. P.S. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერანაირი გარემოება ვერ მაიძულებს "ამის გაკეთებას". 1137 19-ს მოსწონს
|