x
image
natia.a
"ღირსებააყრილი პირველი ლედი, რომლის პირადი ცხოვრება სპეცსამსახურებში იწერება!" - სკანდალური დეტალები სანდრა რულოვსის დაბრუნებაზე
image
როგორც ცნობილია, სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იქნება. აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელიდან ეხმიანება პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია. იგი ყოფილი პირველი ლედის პირადი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე საუბრობს, მას "თავმოყვარეობადაკარგულ" ქალს უწოდებს და დარწმუნებბულია, რომ არჩევნებში გამარჯვება სანდრას მხოლოდ "საქართველოსთან ანგარიშის გასასწორებლად" სურს:


"სანდრა, ქალი, რომლის პირადი ცხოვრება სპეცსამსახურების კაბინეტებში იწერება!!!!


საქართველოს უთავმოყვარეო და ღირსებააყრილი პირველი ლედი!


ქალი, რომელიც თავად იყო საკუთარი ქმრის ძალადობის მსხვერპლი!



ქალი, რომელსაც მრავალჯერ ქონდა სურვილი გაქცეოდა მიშას აღვირახსნილობას, ახალგაზრდობაში აღებულ ვალდებულებებს და მშობლების კალთას შეფარებოდა!
ის მიდიოდა და მას აბრუნებდნენ... ისიც ბრუნდებოდა ... ასეთი იყო თამაშის წესები! ბრუნდებოდა კარგად დამუშავებული სცენარით და ერთი კითხვით-ისევ ჩაიფსი, მიხეილ?....


სანდრას ახლანდელი დაბრუნება, სპეცსამსახურის მიერ დაწერილი მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმძიმესი სცენარის ნაწილია. "პოლიტიკური ტრაგიკომედია მეგრულად"- ასე შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ახლა ხდება ზუგდში!!!!!!!!.....


კომედიაა -უნიჭოდ შესრულებული მეგრული სიმღერები. დაზეპირებული, კონტექსტიდან ამოვარდნილი მეგრული ფრაზები, ამერიკელი ტაქსისტის ისტორია, მიშასთვის თვალებში ჩახედვა და რაც ვთავარია, აღიარებაშეფარული წინასაარჩევნო დაპირება- ძალადობას აღარ გავიმეორებთ!!!


ტრაგედიაა- სანდრას გუნდრუკი და როკვა კასტილებიანთან ერთად მეგისის ნატერფალზე! ტაში და ყიჟინა დაშანტაჟებული, გაუპატიურებული, ნაცემი ასობით ზუგდიდელის მხრიდან! სპეცსამსახურების გავრცელებული ხმები რულოვსის გამარჯვების შესახებ! შეშინებული და გაყურსული ადგილობრივი ხელისუფლება! პასუხგაუცემელი შეკითხვა-გარიგდნენ???...


საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება სანდრა რულოვსის ცხოვრება!!!!


"ცხოვრება", რომელიც სპეცსამსახურების კაბინეტებში იწერება!!!


უფრთხილდით, ის ღირსებაშელახული, თავმოყვარეობადაკარგული, მეობაწართმეული საწყალი ქალია, რომელიც აუცილებლად ეცდება ანგარიშის გასწორებას იმ საქართველოსთან, რომელმაც ის საკუთარი ქმრისგან არ დაიცვა!!!!!“ - წერს ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


imageimage

1
1069
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1069
  
2017, 24 მარტი, 7:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1