ჯანმრთელი კვება სუპერ პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ 2012, 5 ივნისი, 14:54 სუპერპროდუქტები არიან ისეთი პროდუქტები, რომლებიც გეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, აიცილოთ ქრონიკული დაავადებები თავიდან, გაიმჯობესოდ მხედველობა და გონება და დამატებით ისინი გეხმარებიან დაწვათ კალორიები და გამოიყურებოდეთ მოხდენილად.
შავი, თეთრი და წითელი ლობიო - შეიცავს ცილას, რომელიც ასე საჭიროა ორგანიზმისთვის და არ შეიცავს ცხიმებს რითაც ხორცია გაჯერებული, ამიტომაც მის კარგ შემცვლელს წარმოადგენს.ასევე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. შვრია- ენერგიის წყაროა, იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და წვავს ცხიმებს. ავოკადო- ხელს უწყობს ცხიმების დაწვას და მდიდარია ცილებით. მოცვი-ეხმარება სიმხნევის შენარჩუნებაში და მისი პატარა მარცვლები ეფექტურად უწყობენ ხელს კალორიების დაწვას. ბროკოლი- ცნობილია, როგორც "კიბოს წინააღმდეგ მებროძოლი" პროდუქტი და ასევე წონის პრობლემებსაც აგაცილებთ თავიდან. ყავისფერი ბრინჯი- ეხმარება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და წვავს ცხიმებს. მსხალი- ერთი ცალი მსხლის მიღება გულისხმობს ყოველდღიურად საკმარისი ბოჭკოს მიღებას, რაც კანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. გრეიფრუტი- თუ თქვენ ყოველი ჭამის წინ შეჭამთ ამ ხილს, იგი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, არანაირი დიეტაც რომ არ დაიცვათ. იგი ასევე ცილის კარგი წყაროა და რადგან მის 90% წყალი შეადგენს, გეხმარებათ ჭამოთ ნაკლები. ნუში- გვეხმარება ცხიმების დაწვაში. მწვანე ჩაი- გვეხმარება თავი ვიგძნოთ ენერგიით სავსე მთელი დღის განმავლობაში და დავწვათ კალორიები. გამოკვლევამ აჩვენა, რომ დღეში 5 ჭიქა მწვანე ჩაი გვეხმარება ორჯერ მეტი კალორია დავწვათ. ბანანი- არის სუპერ ხილი, რომელიც გავსებთ ენერგიით და ეხმარება ნივთიერებათა ცვლას. მუქი შოკოლადი- ანელებს მონელების პროცესს, ამიტომაც თქვენ დიდი ხანი აღარ გინდებათ ჭამა. იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და წვავს კალორიებს. აუმჯობესებს განწყობას და თავიდან აგაცილებთ გულის პრობლემებს. კარტოფილი- იგი სამჯერ უფრო ნოყიერია ვიდრე თეთრი პური, ამიტომაც ცოტას ჭამთ და ასევე იგი შეიცავს სახამებელს, რომელიც კალორიების დაწვაში გეხმარებათ. უცხიმო რძე- გეხმარებათ თავი იგრძნოთ დაკმაყოფილებულად და აღარ შეგაწუხოთ შიმშილმა, იგი ასევე კალციულის წყაროა, რომელიც კბილების და ძვლებისთვის აუცილებელია. 1652 4-ს მოსწონს
|