x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137375
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
პაოლო მალდინი
მოდი ერთად გავიხსენოთ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი პაოლო მალდინი.

პაოლო 1968 წლის

image

26 ივნისს იტალიის ქალაქ მილანში დაიბადა.


პაოლომ 25 წელი

გაატარა მშობლიურ გუნდ მილანში და არაეთი შესანიშნავი თამაში აჩუქა მილანის, იტალიის და საერთოდ ფეხბურთის გულშემატ

კივრებს.

მილანითან ერთად მოიგო: სერია A შვიდჯერ, იტალიის თასი ერთხელ, იტალიის სუპერთასი ხუთჯერ, ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ, ევროპის სუპერ თასი ხუთჯერ, საკონტინენტთაშორისო თასი ორჯერ.

image

იყო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ფინალისტი.

ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ მალდინის ისეთი ვარსკვლავები როგორებიცაა ჯონ ტერი, რაული, რონალდო, ბექჰემი, კაკა და სხვები. (რამდენიმეს შემოგთავაზევთ)

ჯონ ტერი: „პაოლო არა მარტო კაპიტანი, არამედ გუნდის სული და გული იყო. ის დღითიდღე უფრო წარმატებული ხდებოდა, იზრდებოდა როგორც ფეხბურთელი. ბედნიერი ვიყავი, როდესაც მას შევხვდი“

რონალდო: „ყოველთვის მიჭირდა მალდინის წინააღმდეგ თამაში, ახლა კი ბედნიერი ვარ რომ, ამ მცველთან ერთად „მილანის“ წევრი გავხდი“

რაული: „მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მალდინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა“

ჯენარო გატუზო: „საოცარია, რომ 20 წელზე მეტია „მილანის“ შემადგენლობაშია და ისეთივე ვნებით თამაშიბს, როგორც თავიდან იწყებდა. მე მშურს მალდინის, ზოგჯერ არ მსურს ვარჯიშზე წასვლა. ბევრი ასეთ სიტუაციაში თავს მოიავადმყოფებს ხოლმე. მხოლოდ მალდინი არ იქცევა ასე. პაოლო ნამდვილი ლიდერია. ის არასდროს უყვირის თანაგუნდელებს. დამერწმუნეთ, საფეხბურთო მოედნის გარეთაც არასდროს ბრაზობს ჩევნი კაპიტანი“

კაკა: „პაოლო მალდინი ბრწყინვალე მაგალითია ფეხბურთელისთვის. ის პირველი მოდიოდა ვარჯიშზე და უკანასკნელი მიდიოდა. პაოლო რაულისნაირია, ლოიალურობისა და სამაგალითოების ეტალონი. ისინი დიდი ლიდერები არიან“

კარლო ანჩელოტი: „პაოლოს დარი ფეხბურთელის ყოლა მოედანზე უკვე უპირატესობად მიმაჩნია. მისი პროფესიონალიზმი შეუფასებელია“

imageრთულია რაიმე კომენტარის გაკეთება მალდინზე ასეთი ვარსკვლავების შემდეგ.იმედია მალდინი კვლავ შეგვახსემებს თავს ...


0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით სანიკიძე
დავით სანიკიძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0