სხვა თანამედროვეობის 5 ყველაზე ცნობილი კაციჭამია 2016, 18 აგვისტო, 10:26 1)ნიკოლაი ჯუმაგალიევი-ყველაზე ცნობილი სერიული კანიბალი საბჭოთა კავშირში.1980-იან წლებში ჯურმონგალიევი დაქირავებულ მუშად მუშაობდა ალმა-ატაში.იმ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 50 გოგონა.
ნიკოლაი იცნობდა გოგონებს, (ძირითადად მეძავებს) შემდე კლავდა, ანაწევრებდა და მათგან სხვადასხვა კერძებს ამზადებდა.ხშირად ამ კერძებით მეგობრებს უმასპინძლდებოდა.
ერთხელ მისმა ერთ-ერთმა სტუმარმა ჯუმაგალიევის სახლში აღმოაჩინა ადამიანის სხეულის ნაწილები და მილიციას გამოუძახა. ჯუმაგალიევი დააკავეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, მალე იქიდან გაიქცა(1989 წელს) და განაგრძო თავის "მოღვაწეობა". ჯუმაგალიევი ხელმეორედ 2 წლის შემდეგ იპოვეს ფერგანაში და დააკავეს. იგი ამჟამად მკაცრად იზოლირებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება. 2)ჯეფრი დამერი-ამერიკელი სერიული კანიბალი, გეი და ნეკროფილი.დაიბადა მილოუკში(შტატი ვინსკონსი).პირველი მკვლელობა 18 წლის ასაკში ჩაიდინა, თუმცა კაციჭამიობა უფრო მოგვიანებით დაიწყო.მთლიანობაში დამერმა მოკლა 17 მამაკაცი. დაკავების შემდეგ დამერმა აღიარა, მკვლელობა, სექსუალური აქტი გვამებთან და კანიბალიზმი.მას 15 გზის სამუდამო პატიმრობა მეისაჯა, თუმცა 1994 წელს ერთ-ერთმა პატიმარმა გაიგო რა ვინ იყო და რას წარმოადგენდა, იმდენი ურტყა რკინის ნაჭერი, სანამ არ მოკლა. 3)კანიბალები ნითხარიდან-ინდოელი სერიული მკვლელები და კანიბალები. 2004-2006 წლებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 38 ბავშვი.მკვლელი აღმოჩნდა ადგილობრივი ბიზნესმენი გვარად კოჰლი და მისი მოსამსახურე.როგორც გაირკვა ისინი ბავშვებს ჯერ აუპატიურებდნენ, შემდეგ კლავდნენ, ბოლოს კი ჭამდნენ. მოსამსახურის სახლის ეზოში პოლიციამ აღმოაჩინა 17 ბავშვის სხეულის ნარჩენები, როგორც მოგვიანებით გაირკვა ბიზნესმენის გავლენის და ფულის გამო ადგილობრივი პოლიცია ბავშვების დაკარგვაზე თვალს ხუჭავდა. კანიბალებთან ერთან ინდოეთის უშიშროების სამინისტომ პოლიციის კორუმპირებული ჩინოვნიკებიც დააკავა. კოჰლს და მის მოსამსახურეს, სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯა. 4)დორანგელ ვეგასი-ვენესუელელი სერიული მკვლელი და კანიბალი.დააკავეს 1999 წელს.მთლიანობაში მოკლა და შეჭამა 15 მამაკაცი.ვეგასი ქუჩის მაწანწალა იყო და თავის მსხვერპლს ტრადიციულად ქალაქ სან-კრისტობოლის პარკში იცნობდა. დაკავების შემდეგ ვეგასმა უარყო მკვლელობები, მან განაცხადა, რომ გვამები მას მკვდარი სახით გადაეცემოდა, რაც წარმოშვა იმის ჰიპოთეზა, რომ სან-კრისტობოლში ფუნქციონირებდა არალეგარული ადამიანის ორგანოების დონორი ორგანიზაცია. ვეგასმა აღიარა, რომ ადამიანის ხორცს ჭამდა როგორც მსხალი და მასში ცუდს ვერაფერს ხედავდა.შედეგად ვეგასი სამუდამოდ გამოამწყვდიეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 5)ცუტომუ მიაძაკი-სერიული კანიბალი იაპონიიდან.1988-1989 წლებში სექსუალუარად იძალადა 4 გოგონაზე, მოკლა და შემდეგ დალია მათი სისხლი.მსხვერპლთა ასაკი 4-იდან 7 წლამდე იყო. ჩადენილი სისასტიკის შემდეგ მიაძაკი აბუჩად იგდებდა დაღუპული გოგონების ოჯახის წევრებს.უგზანიდა მათ წერილებს, სადაც იდო კბილი და მსხვერპლთა ფერფლი. მიაძაკი 1989 წლის ივლისში დააკავეს იმ დროს, როდესაც მორიგ მსხვერპლ გოგონას "ეჩალიჩებოდა". მიაძაკი 1990 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, ფსიქიატრიული ექსპერტიზა 7 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ 2006 წელს, სასამართლომ მიაძაკის სიკვდილი მიუსაჯა.განაჩენი 2008 წელს იქნა აღსრულებული. 1075 4-ს მოსწონს 1-ს არა
|