საბუნებისმეტყველო როგორ მიიღეს მზის სისტემის პლანეტებმა საკუთარი სახელები 2016, 31 აგვისტო, 9:33 ერთი პლანეტის გარდა, მზის სისტემის ყველა პლანეტას ბერძნულ–რომაული ღმერთების სახელები ჰქვია. მზის სისტემაში გაერთიანებულია ერთი ცენტეალური ვარსკვლავი და ყველა ბუნებრივი ობიექტი, რომელიც მის ირგვლივ ბრუნავს. მისი ფორმირება გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის გზით მოხდა, დაახლოებით, 4, 57 მილიარდი წლის წინ. 1. მერკური მზის სისტემაში, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა მერკური არის. მერკური, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ვაჭრობის ღმერთს ჰქვია. ხოლო პლანეტას მისი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ის ყველაზე სწრაფად მოძრაობს მზის სისტემის პლანეტებს შორის, ისე როგორც ვაჭრობის ღმერთს შეეფერება. 2. ვენერა მზის სისტემაში მეორე პლანეტამ, თავისი სახელი სიყვარულის ქალღმერთის – ვენერას საპატივცემულოდ მიიღო. ის ყველაზე ნათელი ობიექტია ცაზე, მზისა და მთვარის შემდეგ და ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ქალღმერთის სახელი ჰქვია. 3. დედამიწა
4. მარსი იმის გამო რომ მარსის ზედაპირზე არსებულ ქანებში დიდი რაოდენობით არის რკინის ოქსიდი, პლანეტას მოწითალო ელფერი დაჰკრავს. პლანეტამ სახელი სწორედ მისი ფერის, სისხლის ფერთან ასოციაციის გამო მიიღო და დაერქვა ომის ღმერთის — მარსის სახელი. 5. იუპიტერი ყველაზე დიდი პლანეტაა მზის სისტემაში და ამიტომ, მას ჭექაქუხილის, ყველაზე დიდი ღმერთის – იუპიტერის (იგივე ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) სახელი დაერქვა. 6. სატურნი სატურნი ყველაზე ნელი პლანეტაა მზის სისტემაში. ამიტომ, მას პირველი სახელი, ელინისტური საბერძნეთის მითილოგიის მიხედვით, კრონოსი – დროის ღმერთის საპატივცემულოდ დარქვეს (შესაძლებელია, ელინები თვლიდნენ, რომ დრო ძალიან ნელა გადიოდა და ამიტომ). იგივე კრონოსი, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არა დროის, არამედ, მიწათმოქმედების ღმერთი იყო და მისი შესატყვისი ღმერთის სახელი, რომაულ მითოლოგიაში სატურნი არის. ასე, რომ, დროის ღმერთის საპატივცემულოდ დარქმეული სახელი, საბოლოო ჯამში, მიწათმოქნედების ღმერთის სახელი აღმოჩნდა. რაც გარკვეუდ შეუსაბამობაში მოდის პლანეტის ხსენებულ თვისებასთან. 7. ურანი ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა ეს პლანეტა 1781 წელს აღმოაჩინა და ტრადიცია რომ არ დარღვეულიყო, მას ფერის გამო, ურანი დაარქვეს, კრონოსის მამის — ცის ღმერთის სახელი, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. 8. ნეპტუნი პლანეტა 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინეს. ნეპტუნი არის პირველი პლანეტა, რომელიც არა დაკვირვებით, არამედ მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით იყო აღმოჩენილი. დიდმა ცისფერმა (ასეთი ფერი ატმოსფეროს გამო აქვს) გიგანტმა სახელი ფერის გამო, რომაული წყლისა და ზღვის ღმერთის საპატივცემულოდ მიიღო. პლუტონი პლანეტის სტატუსი პლუტონმა 2006 წელს დაკარგა და ჯუჯა პლანეტების რიცხვს შეუერთდა. მე-9 პლანეტის სტატუსი მას, მისი აღმოჩენის მომენტიდან — 1930 წლიდან ჰქონდა. სახელი «პლუტონი» მიწისქვეშეთის რომაული ღმერთის საპატივცემულოდ დაარქვეს, რადგან ეს პლანეტა ძალიან შორეულ, ცივ და ბნელ ადგილზე მდებარეობს. *ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა მზის სისტემაში კიდევ ერთი – მე-9 პლანეტის არსებობა დაამტკიცეს. თუმცა, თვითონ პლანეტა ჯერ-ჯერობით არავის უნახავს და არც სახელი აქვს. ამიტომ, ის არ არის დაფიქსირებული ზემოთ მოყვანილი პლანეტების ჩამონათვალში. ინფორმაცია უცნობი (X) პლანეტის შესახებ, უკვე იყო გამოქვეყნებული საიტზე. იხ.: მზის სისტემის მე-9 პლანეტა
http://intermedia.ge/სტატია/70006-მზის-სისტემის-მე-9-ე-პლანეტა/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
3235 9-ს მოსწონს 1-ს არა
|