x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ მიიღეს მზის სისტემის პლანეტებმა საკუთარი სახელები

ერთი პლანეტის გარდა, მზის სისტემის ყველა პლანეტას ბერძნულ–რომაული ღმერთების სახელები ჰქვია.


image

image

მზის სისტემაში გაერთიანებულია ერთი ცენტეალური ვარსკვლავი და ყველა ბუნებრივი ობიექტი, რომელიც მის ირგვლივ ბრუნავს. მისი ფორმირება გაზისა და მტვრის imageგრავიტაციული შეკუმშვის გზით მოხდა, დაახლოებით, 4, 57 მილიარდი წლის წინ.
მზის სისტემის შემადგენლობაში 8* პლანეტა შედის. 4 მათგანი, დედამიწის ჯგუფის პლანეტებს ეკუთვნის. ესენია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი, ხოლო დანარჩენი 4 — პლანეტა-გიგანტებს: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. პლანეტა-გიგანტები მცირე ზომის პლანეტების რკალს მიღმა მდებარეობენ.

image

1. მერკური

image

მზის სისტემაში, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა მერკური არის. მერკური, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ვაჭრობის ღმერთს ჰქვია. ხოლო პლანეტას მისი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ის ყველაზე სწრაფად მოძრაობს მზის სისტემის პლანეტებს შორის, ისე როგორც ვაჭრობის ღმერთს შეეფერება.

image

2. ვენერა

image

მზის სისტემაში მეორე პლანეტამ, თავისი სახელი სიყვარულის ქალღმერთის – ვენერას საპატივცემულოდ მიიღო. ის ყველაზე ნათელი ობიექტია ცაზე, მზისა და მთვარის შემდეგ და ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ქალღმერთის სახელი ჰქვია.

image

3. დედამიწა

image


მესამე პლანეტაა მზის სისტემაში და ამ სახელს 1400 წლიდან ატარებს. მაგრამ, ვინ დაარქვე სახელი — უცნობია. ინგლისური Earth ანგლო-საქსურ ენაში VIII საუკუნეში გაჩნდა და მიწას ან გრუნტს ნიშნავს. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომლის სახელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ღმერთებთან.

image

4. მარსი

image

იმის გამო რომ მარსის ზედაპირზე არსებულ ქანებში დიდი რაოდენობით არის რკინის ოქსიდი, პლანეტას მოწითალო ელფერი დაჰკრავს. პლანეტამ სახელი სწორედ მისი ფერის, სისხლის ფერთან ასოციაციის გამო მიიღო და დაერქვა ომის ღმერთის — მარსის სახელი.

image

5. იუპიტერი

image

ყველაზე დიდი პლანეტაა მზის სისტემაში და ამიტომ, მას ჭექაქუხილის, ყველაზე დიდი ღმერთის – იუპიტერის (იგივე ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) სახელი დაერქვა.

image

6. სატურნი

image

სატურნი ყველაზე ნელი პლანეტაა მზის სისტემაში. ამიტომ, მას პირველი სახელი, ელინისტური საბერძნეთის მითილოგიის მიხედვით, კრონოსი – დროის ღმერთის საპატივცემულოდ დარქვეს (შესაძლებელია, ელინები თვლიდნენ, რომ დრო ძალიან ნელა გადიოდა და ამიტომ). იგივე კრონოსი, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არა დროის, არამედ, მიწათმოქმედების ღმერთი იყო და მისი შესატყვისი ღმერთის სახელი, რომაულ მითოლოგიაში სატურნი არის. ასე, რომ, დროის ღმერთის საპატივცემულოდ დარქმეული სახელი, საბოლოო ჯამში, მიწათმოქნედების ღმერთის სახელი აღმოჩნდა. რაც გარკვეუდ შეუსაბამობაში მოდის პლანეტის ხსენებულ თვისებასთან.

image

7. ურანი

imageინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა ეს პლანეტა 1781 წელს აღმოაჩინა და ტრადიცია რომ არ დარღვეულიყო, მას ფერის გამო, ურანი დაარქვეს, კრონოსის მამის — ცის ღმერთის სახელი, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.

image

8. ნეპტუნი

image

პლანეტა 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინეს. ნეპტუნი არის პირველი პლანეტა, რომელიც არა დაკვირვებით, არამედ მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით იყო აღმოჩენილი. დიდმა ცისფერმა (ასეთი ფერი ატმოსფეროს გამო აქვს) გიგანტმა სახელი ფერის გამო, რომაული წყლისა და ზღვის ღმერთის საპატივცემულოდ მიიღო.

image

პლუტონი

image

პლანეტის სტატუსი პლუტონმა 2006 წელს დაკარგა და ჯუჯა პლანეტების რიცხვს შეუერთდა. მე-9 პლანეტის სტატუსი მას, მისი აღმოჩენის მომენტიდან — 1930 წლიდან ჰქონდა. სახელი «პლუტონი» მიწისქვეშეთის რომაული ღმერთის საპატივცემულოდ დაარქვეს, რადგან ეს პლანეტა ძალიან შორეულ, ცივ და ბნელ ადგილზე მდებარეობს.

image

*ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა მზის სისტემაში კიდევ ერთი – მე-9 პლანეტის არსებობა დაამტკიცეს. თუმცა, თვითონ პლანეტა ჯერ-ჯერობით არავის უნახავს და არც სახელი აქვს. ამიტომ, ის არ არის დაფიქსირებული ზემოთ მოყვანილი პლანეტების ჩამონათვალში.

image

ინფორმაცია უცნობი (X) პლანეტის შესახებ, უკვე იყო გამოქვეყნებული საიტზე. იხ.:

image

მზის სისტემის მე-9 პლანეტა

image

image

http://intermedia.ge/სტატია/70006-მზის-სისტემის-მე-9-ე-პლანეტა/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

2
3234
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3234
  
2016, 31 აგვისტო, 18:52
მადლობა
2016, 31 აგვისტო, 9:45
ძალიან საინტერესოა
0 1 2