სხვა ათი ყველაზე სასტიკი საბრძოლო ხელოვნება მსოფლიოში 2016, 18 აგვისტო, 8:25 ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ დღეში 2-3 საათი ფიზიკური მომზადება და წვრთნა საკმარისია ლამაზი და ამტანი სხეულის მქონე მებრძოლად ჩამოყალიბებისათვის. სამწუხაროდ, ეს ასე სრულებითაც არაა. აი, მაგალითი იმისა, თუ რა სიძნელეების დაძლევა უხდებათ მამაც ადამიანებს სხვადასხვა სახის საბრძოლო მომზადებისას.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე სასტიკი საბრძოლო მომზადება მსოფლიოში. 1. სამურაი სამურაების ვარჯიშის საფუძველს ძლიერი სულის ჩამოყალიბება წარმოადგენს. მოსწავლეები სრულიად შიშვლები, საათობით სხედან თოვლზე ან დგანან ყინულივით ცივი ჩანჩქერის ქვეშ, ახდენენ რა ამით სხეულის და სულის გამოწრთობას და იგნორირებას უკეთებენ ტკივილსა და არაკომფორტულ გარემოს. 2. მუაი ტაი ამ ტაილანდურ კრივს მეორენაირად რვა კიდურის ხელოვნებასაც უწოდებენ, სადაც მუხლები, იდაყვი და მუშტი მებრძოლის ძირითად იარაღს წარმოადგენს. ვარჯიში ითვალისწინებს ხელებით და ფეხებით დარტყმებს მყარ საგნებზე: ხეზე, ქვაზე, კედელზე, რაც ძალიან მტკივნეულია. 3. შაოლინის კუნგ-ფუ შაოლინების კუნგ-ფუ მებრძოლისაგან 100%-ან კონცენტრაციას მოითხოვს. ვარჯიში ითვალისწინებს მებრძოლის საათობით დგომას ორ ბოძზე, რომლის ქვეშაც ბასრი შუბია დამაგრებული. თუ მოსწავლეს მუხლები უმტყუნებს და ჩამოვარდება, მას სასტიკი ტკივილი ხვდება წილად. 4. შაოლინის ჯი -ჯონგი თუ შაოლინის კუნგ-ფუმ ჯერ კიდევ ვერ შეძლო თქვენი შეშინება, მაშინ ჯერი შაოლინის ჯი- ჯონგზეა. ჯი -ჯონგის მოსწავლეები ძირითადად ვარჯიშობენ დაკიდებულ მდგომარეობაში. ამისათვის ისინი აკეთებენ ყულფს, ისევე როგორც სახრჩობელას, იცვამენ მას ყელზე და მასზე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში საათობით ჩერდებიან (სახლში ამ ვარჯიშის გაკეთებას არ გირჩევთ, ის სიცოცხლისათის საშიშია). 5. ნინძა რომელი თქვენგანი არ მოუხიბლავს შავებში ჩაცმულ, საოცრად ელასტიურ, ნიავივით მსუბუქად მოძრავ, აჩრდილივით უჩინარ ნინძებს კინოფილმებიდან. არ გეგონოთ, რომ ასეთ მებრძოლად გადაქცევა იოლია-ამას წლობით ვარჯიში სჭირდება, თან საკმაოდ რთული. ნინძების ვარჯიშები სხვასთან ერთად მოიცავს ტურნიკზე დაკიდებულ მდგომარეობაში გაჩერებას, რომლის დროსაც სხვა მებრძოლები მოსწავლეს ურტყამენ მუცელში, თავში და სხეულის სხვა ადგილებზე, ის კი ვალდებულია ყველაფერი მოითმინოს და ტკივილს გაუძლოს. ძალზე ხშირად ეს ვარჯიშები მთავრდება გატეხილი ნეკნებითა და ამოვარდნილი სახსრებით, მაგრამ სხვა რა გზაა? - ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბება მსხვერპლს მოითხოვს. 6. სპეცრაზმი დღეს ბევრ ქვეყანას ჰყავს სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლის მონაწილეებსაც გააჩნიათ ვარჯიშის მეტად სასტიკი სისტემა. სხვა ვარჯიშებთან ერთად ის მოცავს ძალაყინით ცემას, როცა მოსწავლე ტყვიასავით მძიმე ბლოკების ქვეშაა დაწოლილი. თუ გადაწყვეტთ ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლას, უნდა შეეჩვიოთ იმ აზრს, რომ თქვენზე ივლიან მძიმე ჩექმებით, უნდა გაუძლოთ ყინვასა და ცეცხლს, ძლიერ დარტყმებს სახესა და მუცელში სხვა მებრძოლების მხრიდან. 7. ტამიშივარი იაპონური საბრძოლო ხელოვნება ტამიშივარი ითვალისწინებს სხვადასხვა საგნების გატეხვას ხელებითა და მუხლებით. მებრძოლების 100% ვარჯიშის დროს ხელს ან ფეხს იტეხავს. საოცარია, მაგრამ როგორც ტამიშივარის მებრძოლები ამბობენ, ამით მათი ძვლები უფრო მაგარი და ამტანი ხდება. 8. იამაბუში იაპონური ხელოვნება იამაბუში სხვა რთულ ვარჯიშებთან ერთად მოიცავს მებრძოლის დაკიდებას ბაგირით უძირო უფსკრულის თავზე. მეორე მებრძოლმა კი ის უნდა დაიჭიროს. ამ ვარჯიშით ახდენენ სხეულის და სულის სიმტკიცის გამოცდას. 9. შაოლინის რკინის კვერცხები წრთობის ამ მეთოდის დროს მებრძოლები ერთმანთს ურტყამენ სასქესო ჯირკვლებში-მამაკაცის სხეულის ყველაზე მტკივნეულ ადგილას. 10. რკინის კვერცხები-მეორე ნაწილი ვარჯიშის ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ მებრძოლები სათესლე ჯირკვლებზე ჩამოიკიდებენ მძიმე ტვირთს და დაატარებენ მას. ამ ხერხით ისინი ცდილობენ ისწავლონ ამტანობა და გამძლეობა ძლიერი ტკივილისას. 3057 10-ს მოსწონს 1-ს არა |
ასე წერია განმარტებით ლექსიკონში.
ვიცი ერთიანი ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი რომაა.
სტატია საინტერესოა და მომეწონა.