x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
80-90-იანი წლების 10 ყველაზე თამამი საკულტო ფილმი, რომლის დავიწყებაც რთულია
image


რისთვის გვიყვარს კინო? ზოგჯერ იმისთვის რომ ის ჩვეულ ცხოვრებას მეორე მხრიდან გვიჩვენებს, ზოგჯერ კი იმის გამო, რომ ის შესაძლებლობას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ ფანტასტიკურ, სრულიად ირეალურ სამყაროს. რეჟისორები მაყურებლის განწყობას ოსტატურად იჭერენ და მათ იმ ემოციების განცდაში ეხმარებიან, რაც მათ ყოველდღიურ ცოხვრებაში ასე აკლიათ. "ზრდასრულთა" კინოც ხომ ვიღაცას სჭირდება, სწორედ ამ ფილმების წყალობით ჩვენ უფრო მეტს ვიგებთ ადამიანის ბუნებაზე, მათ ფსიქოლოგიაზე, ურთიერთობის პრინციპებზე, მაგრამ კიდევ უფრო დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ასეთ ფილმებს ნამდვილად ნიჭიერი პროფესიონალები იღებენ. დღევანდელ სტატიაში სწორედაც რომ ასეთი რეჟისორების მიერ გადაღებული ნამუშევრების შესახებ მოგიყვებით.




"შოუს გოგონები", 1995 წელი


image


პოლ ვერჰოვენის ფილმი ლას-ვეგასის ელიტარული სტრიპტიზ კლუბების დახურულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელშიც იმდენი თამამი სცენაა, რომ თავის დროზე მას პრესა უმოწყალოდ აკრიტიკებდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი იძულებული გახდა კარიერა საერთოდ დაესრულებინა. არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, ფილმი გაქირავების ლიდერი მაინც გახდა და კინოს ისტორიაში საპატიო ადგილიც დაიკავა.



"სტრიპტიზი", 1996 წელი


image


რეჟისორ ენდრიუ ბერგმანის "სტრიპტიზი" დიდ დაბნეულობას პოსტერიდანვე იწვევს, რომლისთვისაც დემი მური სრულიად გაშიშვლდა. 1996 წელს გადაღებული ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც პირადი დრამის მოსაგვარებლად სტრიპტიზიორად მუშაობას თანხმდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა არაერთი "ოქროს ჟოლო" დაიმასახურა, მაყურებელთა მეხსიერებიდან და გულებიდან ის მაინც ვერ ამოიშალა.




"საბედისწერო ლტოლვა", 1987 წელი


image


ამ ფილმის გადაღებაზე უარი ათზე მეტმა რეჟისორმა თქვა, თუმცა მისთვის ხელის მოკიდება ედრიან ლაინს არ შეშინებია. სიუჟეტის ცენტრში -დაქორწინებული ადვოკატია, რომელიც შაბათ-კვირას დროს ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს. მამაკაცს იმედი აქვს, რომ ეს რომანი წარსულში დარჩება, თუმცა მის ახალ ნაცნობს ამასთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს. გლენ კლოუზი, ქალი - მტაცებლის როლში ერთ - ერთი საუკეთესოა, რაც კი ეროტიკული თრილერის ჟანრს ახსოვს.



"ღამის ფერი", 1994 წელი


image


"ღამის ფერი", ისევე როგორც "სტრიპტიზი" "ოქროს ჟოლოს" სრული "ტრიუმფატორი" აღმოჩნდა, თუმცა მაყურებელს ფილმი მოეწონა. ეს გახლავთ რიჩარდ რაშის ერთგვარი პასუხი "ძირითად ინსტინქტზე", შედარებისთვის მასში თამამი სცენები გაცილებით მეტია. ფილმში მთავარი როლები ჯეინ მარჩმა და ბრიუს უილისმა შეასრულეს: თვითმხილველთა თქმით, გადასაღებ მოედანზე მსახიობებს შორის ნაპერწკალი კი არა, ნამდვილი "ხანძარი" იქნა გაჩაღებული.



"ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს", 1981 წელი


image


ფილმის მთავარი გმირი, მაწანწალა ფრენკ ჩამბერსი გათხოვილი ქალის გამო თავს კარგავს, რომელსაც ნაკლებ სავარაუდოა მისთვის საპასუხო რეაქციით ეპასუხა, "თაყვანისმცემლისთვის" განსაკუთრებული დავალება რომ არ ჰქონოდა. ჯეკ ნიკოლსონისა და ჯესიკა ლანჟის დუეტი - პირველი და ერთადერთია მიზეზია იმისა, რის გამოც ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.




"ველური ორქიდეა", 1989 წელი


image


მიკი რურკი ფილმში ცხოვრებისგან გადაღლილ, მდიდარ მამაკაცს და პროფესიონალ ქალთა გულთამპყრობელს ასახიერებს, რომელიც "უცოდველ" გოგონას, წყვდიადში არა თავისი აღვირახსნილი ვნების, არამედ ბანალური მოწყენილობის გამო ითრევს. ფილმის გადაღების შემდეგ მიკი რურკი და ქალის მთავარი როლის შემსრულებელი, კერი ოტისი დაქორწინდნენ. სხვათა შორის, ფილმში "ცხელი" ფინალური სცენა დადგმული არ ყოფილა - როგორც ამბობენ მსახიობებმა მოძალებულ ვნებებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და გადასაღებ მოედანზე ნამდვილი "ცეცხლი" დაანთეს.






"ამერიკელი ჟიგოლო", 1980 წელი


image


პოლ შრეიდერის ფილმის მთავარი ლოკაცია ნუარული ლოს - ანჯელესია. რიჩარდ გირი ბნელ ეროტიკულ დრამაში განასახიერებს კაცს, რომელიც მდიდარ კლიენტებს მოწყენილობისგან თავის დაღწევაში ეხმარება. ჯულიან ქეის გმირი მოულოდნელად არა მხოლოდ იდუმალ მკვლელობაში ეხვევა, არამედ კონტროვერსიულ სასიყვარულო სამკუთხედშიც აღმოჩნდება.





"ლურჯი ხავერდი", 1986 წელი


image


დევიდ ლინჩი განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას საკუთარ ნამუშევრებში ყოველთვის ახერხებდა, ჰოდა, გამონაკლისად არც მისი "ლურჯი ხავერდი" იქცა. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა კაილი მაკლაქლენი ძალადობით, სექსითა და მანიპულაციებით სავსე სიურეალისტურ სამყაროში იძირება. დრამა ნეო-ნუარის სტილშია გადაღებული და მას სახელი ბობი ვინტონის სიმღერის მიხედვით დაერქვა, რომელსაც რეჟისორი ფილმში თავადაც არაერთხელ იყენებს.




"უხამსი წინადადება", 1993 წელი

image


დემი მურისა და ვუდი ჰარელსონის გმირები ფილმში ახალგაზრდა წყვილად გვევლინება, რომელიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა მათ ცხოვრებაში როგორც ჯინი ბოთლიდან, ისე ჩდება იდუმალი მილიონერი, რომელიც მზადაა მეუღლეებს ფინანსურად დაეხმაროს, თუმცა ერთი პირობით: ქალმა მასთან ერთი ღამე უნდა გაატაროს. რეჟისორ ედრიან ლაინის მძიმე, ზოგან პროვოკაციული, ადგილ - ადგილ კი მგრძნობიარე დრამა, რომელიც შეცდომებისა და მათი გამოსწორების გზებზე მოგვითხრობს, წლის ყველაზე ცუდი ფილმისთვის "ოქროს ჟოლოს" მიღების მიუხედავად მაყურებელთა ერთ - ერთ საყვარელ ფილმად იქცა.





"ველურობა", 1998 წელი


image


ეროტიკული თრილერი "ველურობა" მილენიალებზე მოგვითხრობს. მთავარი როლის შემსრულებელი და ფილმის თანაპროდიუსერი, კევინ ბეიკონი თავიდან სცენარს "საზიზღარს" უწოდებდა, თუმცა შემდეგ ჯონ მაკნოტონისა და სტივენ პიტერსის ჩანაფიქრში მხატვრული პოტენციალი დაინახა. ბეიკონს ფილმში კომპანიონობას ნივ ქემფბელი და დენის რიჩარდსი უწევენ.









0
619
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
619