სხვა 10 საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად 2016, 16 აგვისტო, 21:52 წარმოგიდგენთ მსოფლიოში რჩეულ 10 ქალაქს საცხოვრებლად, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობენ ისეთ სტანდარტებს როგორებიცაა: ურბანიზაციის დონე, სკოლები, ტრანსპორტი, სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი, ტემპერატურა, არქიტექტურა და სხვა.
10) ოკლენდი-ახალი ზერლანდია, (რეიტინგი 95, 7) იგი ახალი ზერლანდიის უდიდესი ქალაქია 1 415 550 კაცით. 9) პერთი-ავსტრალია (რეიტინგი 95, 9) ვსტრალიის სიდიდით მე-4 ქალაქი სიდნეის, მელბურნისა და ბრიზბენის შემდეგ 1 728 867 კაცით. 8) ჰელსინკი-ფინეთი (რეიტინგი-96, 0) ფინეთის ყურის ნაპირას, ბალტიის ზღვასთან. 7) სიდნეი-ავსტრალია (რეიტინგი 96, 1) განთქმულია თავისი ოპერის თეატრით, ჰარბორ-ბრიჯის ხიდით და პლაჟებით. დიდი სიდნეის საცხოვრებელი კვარტლები გარშემორტყმულია ეროვნული პარკებით. სანაპირო ზოლი საკმაოდ დაკლაკნილია. იქ მრავლადაა ბევრი სრუტეები, უბეები, კუნძულები და პლაჟები. 6) ადელაიდა-ავსტრალია (რეიტინგი 96, 6) ქალაქი დაარსდა 1836 წლის 28 დეკემბერს, როგორც დედაქალაქი, რომელიც ავსტრალიაში იყო ერთადერთი თავისუფალი ბრიტანული დასახლება. 5) კალგარი-კანადა (რეიტინგი 96, 6) 1988 წელს კალგარიში გაიმართა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. 4)ტორონტო-კანადა. (რეიტინგი 97, 2 ) 3) ვანკუვერი-კანადა. (რეიტინგი 97, 3 ) ქალაქი კანადის დასავლეთ სანაპიროზე. 2) ვენა-ავსტრია (რეიტინგი 97, 4) ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA). 1) მელბურნი-ავსტრალია (რეიტინგი 97, 5) და ვნახოთ როგორია საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი მსოფლიოში. 305 9-ს მოსწონს
|