არქიტექტურა ლეგენდარული როკ-მუსიკოსები,რომლებსაც ძეგლები დაუდგეს 2016, 16 აგვისტო, 11:15 1) რონი ჯეიმს დიო-(1942-2010)-იტალიური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი.ჯგუფების Elf, Rainbow, Black Sabbath, Dio და Heaven & Hell-ის სოლისტი.ძეგლი დგას კავარნაში, ბულგარეთი.
2)ბონ სკოტი-(1945-1980)-ავსტრალიელი მომღერალი, ტექსტების ავტორი AC/DC-ის ყოფილი სოლისტი.ძეგლი დგას ფრემანტლში, ავსტრალია. 3)ელვის პრესლი-(1935-1977)-ამერიკელი მომღერალი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მსახიობი.სტატუა დგას მშობლიურ მემფისში, აშშ, შტატი ტენესი. 4)ფრედი მერკური(1946-1991)-სპარსული წარმოშობის ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, ჯგუფ Queen-ის ვოკალისტი.ძეგლი დგას მონტრეში, შვეიცარია. 5)ჯიმი ჰენდრიქსი(1942-1970)-ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი.ძეგლი დგას ბროდვეი ავნიუზე, სიეტლი, აშშ. 6)ჯონი რამონე-(1948-2004)-ამერიკელი გიტარისტი, სიმღერების ავტორი, ჯგუფ Ramones-ის წევრი.ჰოლივუდი, აშშ. 7)ჯონ ლენონი(1940-1980)-ბრიტანელი მომღერალი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ჯგუფ the Beatles -ის ყოფილი წევრი.ძეგლი დგას ჰავანაში, ელ დადოს პარკში, კუბა. 8)ბადო ჰოლი-(1936-1959)-ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, როკ-ნ-როლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.ძეგლი დგას ლუბოკში, ტეხასი, აშშ. 9)კურტ კობეინი-(1967-1994) ამერიკელი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, ჯგუფ Nirvana-ს წევრი.ძეგლი დგას აბერდინში, შტატი ვაშინგტონი აშშ. 10)ფრენკ ზაპა-(1940-1993)-ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, მულტინისტრუმენტალისტი, სიმღერების ავტორი.ბიუსტი დგას ვილნიუსში, ლიტვა. მისავე სახელობის ქუჩაზე. 188 7-ს მოსწონს 2-ს არა
|