ფსიქონევროლოგია 10 წინადადება, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია 2016, 16 აგვისტო, 11:17 სიტყვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს ყველასთვის არის ცნობილი. ათასწლეულების მანძილზე, შთამაგონებელი საუბრები, ბრძნული გამონათქვამები და აფორიზმები მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ცვლიდა და ამასთან ერფთად, კარდინალური ცვლილებები შეჰქონდა ქვეყნებისა და ხალხების ისტორიაში. სიტყვის კეთილი გავლენის, საკუთარ თავზე გამოცდის საშუალება ყველას აქვს. ამისათვის, გთავაზობთ 10 ყველაზე სარწმუნო აზრს, რომელიც სხვა თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს, თქვენს პრობლემებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
ადამიანები «თქვენს წინააღმდეგ» არ არიან, ისინი, უბრალოდ, «საკუთარ თავს ემხრობიან». მწვერვალები დაიპყარით არა იმიტომ, რომ მსოფლიომ დაგინახოთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ დაინახოთ მსოფლიო. საკუთარი შეცდომები უფრო დიდ გამოცდილებას შეგძენთ, ვიდრე პირადი გამარჯვებები. მაგრამ, დამარცხების გამო, ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ. თუ საკუთარ მიზანზე უარს არ იტყვით, ყოველი შეცდომა და წარუმატებლობა, სულ უფრო და უფრო ძლიერს გაგხდით. გახსოვდეთ, რომ უარყოფითი შედეგიც – შედეგი არის. ყოველთვის ეცადეთ, რომ საკუთარი დრო იმაზე დახარჯოთ, რაც მართლა გაინტერესებთ. მომავალში შეიძლება, საამისოდ, არც დრო და არც საშუალება აღარ იყოს. ყოველთვის იქ წადით, სადაც თქვენი მისვლა უხარიათ და არა იქ, სადაც, უბრალოდ, გიტანენ. 5 გამოთქმა, რომელიც უკეთესობისკე შეცვლის თქვენს ცხოვრებას მთელი ცხოვრების გატარება საკუთარ თავთან მოგიწევთ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ თქვენთვის საინტერესო იყოს ამ ადამიანის საზოგადოებაში ყოფნა. საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გაცნობიერება – პირველი ნაბიჯია მათი გადალახვის გზაზე. მოტივაციის მუდმივად შენარჩუნება შეუძლებელია, ისევე, როგორც მუდმივად სუფთად დარჩენა. ამის გამო, ნუ დაიბნევით. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ ყოველ დღე, ახალი მოტივაცია იპოვოთ საკუთარი თავისთვის – ეს ისევე აუცილებელია, როგორც შხაპის მიღება. ყველას რაღაცის ეშინია. არ არსებობს ადამიანი, რომ ვიღაც ან რაღაც არ უყვარდეს და ყველას განუცდია ცხოვრებაში დანაკარგი. თქვენი შიში და სისუსტეები, ამ მხრივ – უნიკალური არ არის. კომფორტი – წინსვლის და წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი მტერი არის. 1633 15-ს მოსწონს
|