არქიტექტურა შეკვეთილში პირველი მინიატურების პარკი გაიხსნა 2016, 14 აგვისტო, 9:47 მინიატურული ახალი პარკი შეკვეთილში "ციცინათელას" გვერდით აშენდა.არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების მინიატურულ ნიმუშებს დამთვალიერებელი ერთ სივრცეში იხილავს.პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, პარკს წლის ბოლომდე კიდევ 5 მინატურული ძეგლი დაემატება. 2017 წლისთვის დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მინიატურული ძეგლის დამატება.პროექტზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, ფონდმა "ქართუმ" ის სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. მინიატურების პარკის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”-მა. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები. 14 აგვისტოდან საქართველოში პირველი მინიატურების პარკი უკვე დამთვალიერებელს ელის. 1055 6-ს მოსწონს 2-ს არა |
თბილისშიდაც გააკეთონ თბილისის უბნებისა და ღირსშესანიშნაობების მინიატურები თორე ცოტა ხანში მარტო ბეტონის კედლები იქნება და თან საცობების და გასაჩერებელი ადგილების გადამკიდე მივიდოდი და ჰოპ უცებ დავათვალიერებდი ყველაფერს ერთად :-))