x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყურძნის უცნაური და იშვიათი ჯიშები

ყურძნის სამშობლო ამიერკავკასიაა. სწორედ აქ მოხდა ვაზის მოშინაურება და აქედან გავრცელდა ის მთელს მსოფლიოში.

imageდღეს, ვაზისებრთა ოჯახში 70-მდე სახეობა არსებობს, რომლებშიც ყურძნის 4 000-მდე ჯიში არის გაერთიანებული. მათ შორის არის ყურძნის უცნაური და იშვიათი ჯიშებიც:

10. შავი კორინთული ყურძენი
image
ეს ყურძენი, იმით არის ცნობილი, რომ ყველაზე წვრილი მარცვალი და თხელი კანი აქვს. ამასთან, არა აქვს კურკები. ითვლება, რომ ქიშმიშის და შამპანიურის დასამზადებლად, საუკეთესო ჯიშია. მისი სამშობლო ძველი საბერძნეთია.


9. პიონ-გრი (Pinot Gris Grapes)
image
მიუხედავად იმისა, რომ პიონ-გრის მტევანს ვარდისფერი შეფერილობა აქვს, ის თეთრი ყურძნის ჯიშია. ეს არის უმაღლესი ხარისხის ჯიში, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ხარობს.


8. მუსკატი
image
ამ ჯიშის ყურძენი არ არის იშვიათი, ის ერთ-ერთი პირველი ჯიშია, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა, ხოლო მისი უჩვეულობა, მის ფერშია. გაჯერებული ყვითელი ფერის გამო, ამ ყურძნის მარცვალი, მზის შუქზე, ქარვას ემსგავსება.


7. Oregon
image
ამ ყურძნის მარცვლები ლამაზად კი გამოიყურება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ვაზზე, რომელზეც ის იზრდება. ყურძნის ეს სახეობა ძალიან სწრაფად იზრდება და კარგად უძლებს გვალვას. მისი ნაყოფი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.


6. ზღვის ყურძენი (Sea Grapes)
image
მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფი ყურძენივით გამოიყურება და ადგილობრივები მას იაპონურ ზღვის ყურძენს ეძახიან – ეს წყალმცენარეა! ჩვეულებრივ, ამ წყალმცენარეებს მიირთმევენ უმი სახით და გემოც, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება ყურძნის გემოსგან.



5. კაშკაშა აზიური ყურძენი (Showy Asian Grapes)
image
ეს ყურძნის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ჯიშია. მას მცირე აზიური თეთრი ორქიდეების ყურძენსაც (Malaysian White Orchid Grapes) ეძახიან, რადგან ყვავილობის პერიოდში, ისევე გამოიყურება, როგორც თეთრი ორქიდეა და თუ ეს ორი მცენარე გვერდი-გვერდ იზრდება, ვიდრე ყურძენი ნაყოფს არ გაიკეთებს, რომელი ყვავილია და რომელი ყურძენი – გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.


4. ცისარტყელა (Rainbow Grapes)
image
ეს ფოტოსურათი ნამდვილი არ არის, მაგრამ ყურძნის ჯიში ამ სახელწოდებით, მართლა არსებობს. ის ხელოვნურად არის გამოყვანილი და მის მტევნებზე მართლაც სხვადასხვა ფერის მარცვლები მწიფდება, მაგრამ არა ისეთი მკვეთრი, როგორც მოცემულ სურათზეა.



3. იაპონური წითელი რომაული ყურძენი (Japanese Ruby Roman Grapes)
image
ეს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ყურძენია. მისი ერთი მტევანი 700 გრ. იწონის, ხოლო მარცვლი პატარა პომიდვრის ხელაა.


2. კუდიანის თითები (Witch Finger Grapes)
image
ეს ჯიში ჰიბრიდიზაციის შედეგად არის გამოყვანილი. ასეთი უჩვეულო სახელი ყურძენს, მარცვლის ფორმის გამო დაარქვეს. მაგრამ, სახელის გარდა, უჩვეულო ასევე ის არის, რომ ყურძენს ბამბის ნაყინის გემო აქვს. მას არომატიც განსაკუთრებული აქვს და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი მარცვლები იმდენად დიდია, რომ ხანდახან ერთ მარცვალზე 2-ჯერ მოკბენჩა არის საჭირო.

image

image

image

1. Jabuticaba
image
მას ხშირად ბრაზილიურ ყურძენსაც ეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებშიც იზრდება. ნაყოფი მტევნის გარეშე, პირდაპირ ჟაბოტიკაბას ხის ქერქზე და ტოტებზე გამოდის და მარცვლის სიდიდის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმარცვლიანი ყურძენია.

image

imageბრაზილიური ყურძნის ყვავილობა

image

imageნაყოფის ზომა, ჯიშების მიხედვით, 1-დან 4 სმ-მდე მერყეობს.

image

imageამ უნიკალური ჯიშის ყურძნიდან ღვინოს და ლიქიორს ამზადებენ .

1
3420
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3420
  
2016, 15 აგვისტო, 10:34
"ქალის თითი"- ამ ყურძენზე ვგიჟდები ისე მიყვარს. ხოდა, თვის ბოლოს აუცილებლად ვგეგმავ კახეთში სტუმრობას მის გამო :)))
0 1 1