ფეხბურთი 8 ყველაზე სკანდალური დამნაშავე ფეხბურთის ისტორიაში - ამბები, რომლებიც ბევრმა არ იცის! 2016, 12 აგვისტო, 10:46 საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მასპინძელთა ნაკრების რიგებში სკანდალი განვითარდა: გუნდის ლიდერი, კარიმ ბენზემა დაკავშირებული აღმოჩნდა თავისი გუნდის წევრის, მატიე ვალბუენის მიმართ შანტაჟთან, რის გამოც ფეხბურთელმა რამდენიმე დღე გისოსებს მიღმა გაატარა. მართალია, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, ეს ინციდენტი ყველას გადაავიწყდა (ბენზემა და ვალბუენი ვერ მოხვდნენ განაცხადში), მაგრამ მაშინვე გაჩნდა ახალი სკანდალი: ესპანეთის ნაკრების ძირითადი მეკარე დავიდ დე ხეა ეჭვმიტანილი იქნა თანაგუნდელებისთვის ორგიის მოწყობაში... ერთი სიტყვით, კრიმინალი ფეხბურთში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ დანაშაულებს, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშია შემორჩენილი. ადამ ჯონსონი შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის გამო. რით დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: ინგლისის ნაკრებში თამაში (12 მატჩი - 2 გოლი), ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვება „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში. 2016 წლის ზამთარში ადამ ჯონსონის ირგვლივ დიდი სკანდალი აგორდა - მსოფლიომ შეიტყო, როგორ მოხიბლა ფეხბურთელმა თავისი 15 წლის გულშემატკივარი. მაინც როგორ გასაჯაროდა ეს ფაქტი? გოგონა თავად მოუყვა ამის შესახებ სკოლის მეგობრებს და "თავი მოიწონა". სასამართლოს დროს ადამმა აღიარა, რომ ეს არ იყო მისი პირველი არასწრულწლოვანი თაყვანისმცემელი. გაირკვა ისიც, რომ ჯონსონს არა მხოლოდ გოგონები ყვარებია: მოგვიანებით იგი მეორედ დააკავეს - ამჯერად ეჭვმიტანილი იყო, არც მეტი არ ცაკლები, ცხოველების პორნო ვიდეოების ფლობაში. სასამართლომ ფეხბურთელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩედ ევანსი პატიმრობა მიესაჯა გაუპატიურებისთვის. რით დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: უელსის ნაკრებში თამაშით (13 მატჩი - 2 გოლი) და ინგლისის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით. ინგლისის პრემიერლიგაში საკმაოდ შედეგიანი სეზონის შემდეგ (29 გოლი 36 მატჩში) "შეფილდ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ჩედ ევანსმა, წარმატება ღამის კლუბში აღნიშნა. აქ მან გაიცნო ერთი ნასვამი გოგონა, დაპატიჟა იგი ნომერში და, რატომღაც იქვე თავისი მეგობრებიც შეიპატიჟა. ამ ყველაფერს კი შედეგად ის მოჰყვა, რომ ფეხბურთელი ციხეში აღმოჩნდა და იქ 2 წელი გაატარა, მის მეგობრებს კი პირობითი მიესაჯათ. გათავისუფლების შემდეგ ევანსთან არც ერთმა საფეხბურთო კლუბმა აღარ მოისურვა კონტრაქტის გაფორმება. ედუარდ სტრელცოვი პატიმრობა მიესაჯა გაუპატიურებისთვის. რითი დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ-ს თასის მფლობელი მოსკოვის "ტორპედოს" შემადგენლობაში, სსრკ-ს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი სსრკ-ს ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი; ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 38 მატჩი და გაიტანა 25 გოლი, ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი და აქედან 2 გოლი. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ედუარდ სტრელცოვის კარიერა 21 წლის ასაკში ციხეში რომ არ მოხვედრილიყო. როგორც ცნობილია, სსრკ-ში "სექსი არ იყო", სტრელცოვს კი იგი ჰქონდა - თუმცა, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მეორე მხარის ნების გარეშე. ფეხბურთელმა 5 წელი სასჯელი მოიხადა, ორი წლით დისკვალიფიკაცია მიიღო და 28 წლის ასაკში დაუბრუნდა დიდ სპორტს ისე, რომ ეროვნულ ნაკრებშიც კი ითამაშა და ორჯერ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. იური სევიდოვი პატიმრობა მიესაჯა ავტოსაგზაო შემთხვევისთვის. რითი დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: სსრკ-ს თასის ორგზის მფლობელი მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში; სსრკ-ს ოლიმპიურ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი და 1 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა საბჭოთა ფეხბურთელს 23 წლის ასაკში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და, საბოლოო ჯამში, ციხეში 4 წელი გაატარა. ყველაფერი კი უბედური საგზაო შემთვევის გამო მოხდა, რომლის დროსაც ფეხბურთელმა მანქანით გაიტანა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სტალინის პრემიის ლაურეატი, დიმიტრი რიაბჩიკოვი. გათავისუფლების შემდეგ, იურიმ შეძლო კარიერის განახლება, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებისთვის აღარ მიუღწევია. მაკსიმ მოლოკოედოვი პატიმრობა მიესაჯა კოკაინის გადატანისთვის. რითი დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: თამაშით პეტერბურგის "Псков-747"-ში, პეტერბურგის "დინამოში" და ჩილეს "სანტიაგო მორნინგში". ერთხელ, ჩილეს ერთ-ერთ ციხეში გამართულ მატჩს ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო ბორხესი დაესწრო. მას განსაკუთრებით ერთი რუსი ბიჭის თამაში მოეწონა და აღიარა კიდეც ეს. ამის შემდეგ ბორხესის მიერ "თვალდადგმულ" ბიჭზე ხმები სწრაფად გავრცელდა და აღნიშნულ ციხეში სულ უფრო მოუხშირეს ფეხბურთის სკაუტებმა სიარულს. ერთ-ერთი მათგანი კი, მომავალში რუსი ბიჭის აგენტი გახდა. საბოლოოდ, ნარკოკურიერმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქში 6 კილო ნარკოტიკი აღმოაჩდა და 3 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხელშეკრულება გააფორმა ჩილეს დივიზიონში პრესტიჟის მხრივ მეორე ადგილზე მყოფ კლუბთან და ციხის ადმინისტრაციისგან მიიღო უფლება აღნიშნულ კლუბში პროფესიულ დონეზე ეთამაშა. ასე შეიტყვეს რუსეთში ნახევარმცველის, მაქსიმ მოლოკოედოვის არსებობა, რომლის შესახებ, მანამდე მხოლოდ რუსეთი მეორე დივიზიონის (ამჟამად ПФЛ) თაყვანისმცემლებმა თუ იცოდნენ. კინგ მარლონი პატიმრობა მიესაჯა სიჩქარის გადაჭარბების გამო, რამაც ადამიანები დააზარალა. რით დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: თამაშით იამაიკის ნაკრებში (23 მატჩი - 12 გოლი), "იოტფორდსა" და "კოვენტრი სიტიში" წლის ფეხბურთელად აღიარებით და ინგლისის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით. ინგლისის ქვედა ლიგის ლეგენდარული ფეხბურთელი ცნობილი გახდა არა იმდენად შედეგიანი თამაშით, რამდენადაც ორჯერ ციხეში ჯდომით. რისთვის? მეორედ პატიმრობა მიესაჯა 2008 წლის დეკემბერში იმისათვის, რომ ბარში ერთ-ერთ გოგოს დაარტყა და ცხვირი გაუტეხა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, ამის გამო წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უსამართლობააო, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მანამდე მარლონის "ანგარიშზე" 14 კანონდარღვევა "ირიცხებოდა". ერთ-ერთ მათგანს, გზაზე სიჩქარის გადაჭარბებას, რომელმაც ადამიანების ტრავმირება გამოიწვია, 2002 წელს ჰქონდა ადგილი და შედეგად პატიმრობაც მოჰყვა. დანარჩენ შემთხვევებში კინგი ჯარიმით, მართვის მოწმობის ჩამორთმევით, გამოსასწორებელი სამუშაოთი ან კომპენსაციის გადახდით აღწევდა თავს. პაოლო როსი პატიმრობა მიესაჯა ფსონებზე მაქინაციისთვის რით დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: მთელი რიგი საფეხბურთო ჯილდოებით. იტალიის ჩემპიონი (ორჯერ) და თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონთა თასისა და თასების თასის გამარჯვებული, 1982 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი, ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელი და "ოქროს ბურთის" მფლობელი. შეიძლება ჩვენთან ვინმეს გაუკვირდეს ის, რომ ფსონებზე მაქინაციისთვის ადამიანს ციხეში სვამენ, მაგრამ იტალიაში კი არ გაკვირვებიათ. პაულო როსიმ, რომელიც "პერუჯის" შემადგენლობაში თამაშობდა, გადაწყვიტა ფსონი დაედო იმაზე, რომ მისი გუნდი 2:2-ს ითამაშებდა, თავად კი ორ გოლს გაიტანდა. ფსონმა კი გაამართლა, მაგრამ ამისათვის იტალიელს რამდენიმე წელი პატიმრობა და ორი წლით დისკვალიფიკაცია ელოდა. თუმცა, როსი სულიერად სულაც არ დაცემულა. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიოატის დაწყებამდე ერთი თვით ადგრე დაბრუნდა და არა მხოლოდ მოხვდა ქვეყნის ნაკრებში, არამედ მის შემადგენლობაში ჩემპიონატიც მოიგო, საუკეთესო თავდამსხმელად და საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და, სეზონის ბოლოს "ოქროს ბურთიც" მიიღო! კიმ ჯონ ხუნი პატიმრობა მიესაჯა ნაკრების წარუმატებელი თამაშისთვის. რით დაგვამახსოვრდა ფეხბურთში: კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ სამხრეთ კორეის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კიმ ჯონ ხუნს მშენებლობაზე, დღეში 14 საათი იძულებითი მუშაობა მიესაჯა. 1774 5-ს მოსწონს
|