ჭიდაობა ისევ შავდათუაშვილი 2016, 9 აგვისტო, 1:54
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა შავდათუაშვილის დაპირისპირება რუს სპორტსმენთან იარცევისთან, სადაც ლაშა მარცხდებოდა “იუკოთი", ხოლო შეხვედრის მიწურულს, შავდათუაშვილმა მოახერხა და მეტოქეს ორი “ვაზარი" აუღო, რითაც სუფთა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს ფინალში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონს საგი მუკის დაუპირისპირდა და ულამაზესი გდებით სუფთა გამარჯვება მოიპოვა. შავდათუაშვილისთვის აღნიშნული მედალი მისთვის მეორე მედალია ოლიმპიური თამაშებიდან. ამ შედეგით ოლიმპიურ რეიტინგში საქართველო 33-ე ადგილზეა. 339 2-ს მოსწონს
|