x
image
ჯუზეპე
ინტერვიუ შავდათუაშვილთან - ,,ჩემპიონის დაბრუნება და პირველი მარცხი"
image


მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება და გთავაზობთ ინტერვიუს ოლიმპიურ ჩემპიონთან.პირადად გავესაუბრე მას გერმანიის ტურნირის შემდეგ და გთავაზობთ ინტერვიუს მის შესახებ თუ სად გაქრა იგი ოლიმპიადის შემდეგ და როგორ დაბრუნდა კვლავ ტატამზე.

ლაშა იქნებ მოკლედ გვითხრათ ოლიმპიადის მშემდეგ თქვენი სპორტული აქტიურობა რატომ გაქრა ფართო თვალსაწიერიდან და არ ჩანდით ამდენ ხანს?-“ოლიმპიადის შემდეგ რამდენიმე თვით მართლაც შევწყვიტე ვარჯიში, მაგრამ ეს არ ყოფილა იმის გამო როგორც ამას ჩემი “კეთილ მოსურნენი" ამბობდნენ, რომ ვითომც თავში ამივარდა, აღარ მაინტერესებდა სპორტი და ა.შ. სინამდვილი გაცილებით სხვანაირია.ჯერ დავიწყოთ იმით, რომ დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, რადგეან ოლიმპიადისთვის მზადებამ დიდი ენერგია წამართვა და ორგანიზმი რომ არ “გადამწვარიყო" საჭირო იყო დასვენება.თანაც ვიყავი საოპერაციო, მქონდა თიაქარი და ვარჯიშში ხელს მიშლიდა, ამიტომ ავსტრიაში სექტემბრის ბოლოს გამიკეთეს ეს ოპერაცია, რის შემდეგაც 3 თვე ყოველგვარი ვარჯიში მეკრძალებოდა, თუ არ ჩავთვლით მცირე ფიზიკურ დატვირთვებს. სწორედ ეს პერიოდი იყო როდესაც აღარ ვჩანდი და ვითომდა ძიუდოდან წავედი...სამწუხაროა როდესაც ასეთ სისულელეს სპეციალურად ავრცელებენ შენზე და მას დამჯერიც ჰყავს და ასეთ ხალხს მინდა ვუთხრა და საერთოდ მთელ საქართველოს, რომ მე არ ვაპირებ ძიუდოდან წასვლას და მომავალ ოლიმპიადაზე კვლავ გამოვალ და შევეცდები ვასახელო კიდევ ერთხელ ჩემი ქვეყანა და ხალხი!"-ძალიან კარგია ასეთი შემართებით რომ ხარ კვლავ ამდენი ჭორების შემდეგ...ჩვენს მკითხველს აინტერესებს თუ რატომ მოხდა შენი ოლიმპიადის შემდგომი კარიერის მარცხით დაწყება? - “მარცხი, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მეხუთე ადგილი მთლად მარცხი არ არის (გაეღიმა), მაგრამ მაინც მარცხად ითვლება...აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტურნირზე, მოქმედ იაპონელ მსოფლიო ჩემპიონთან დავმარცხდი მასაში ებინუმასთან, რომელსაც ოლიმპიადაზე ნახევარფინალური შეხვედრა მოვუგე.ამ შეხვედრასაც ვიგებდი, მაგრამ მარცხი მაინც მოხდა, ეს ძირითადად გამოწვეული იყო იმ ორი ფაქტორით, რომ 1.მაქვს ფეხზე მიღებული ტრამვა, ამის გამო პარიზის გრანდსლემიც კი გამოვტოვე წინა კვირას, ვერ ვახერხებდი სრული ძალა დამეტანებინა ფეხისათვის და მე-2 ფაქტი არის ის, რომ ამხელა შეჯიბრისთვის მოსამზადებელი დრო საკმარისი არ იყო და არც იქნებოდა, რადგენ ასეთი ოპერაციების შემდეგ გაცილებით მეტი დროა საჭირო ფორმაში ჩასადგომად. როდესაც იაპონელს ვეჭიდავებოდი მას ქულებიც კი ავუღე და ვუგებდი, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მთლიანად გამეთიშა ორგანიზმი, რადგან ამხელა შეჯიბრს ვეღარ გაუძლო და სწორედ იმის გამო, რომ ვერ მოვახერხე იაპონელისთვის ძალით მეჯობნა და შეხვედრა მოგებით დამესრუებინა ვერ მოვახერხე მისი სწორად დაგდება ტატამზე და ამიტომ შებოჭვაზე დამიჭირა და წავაგე"...

image “იქ დამსწრე მსაჯები და ტრენერები ყველანი განცვიფრებაში იყვნენ ლაშას ამ შეჯიბრზე ასპარეზობით, მსოფლიო ძიუდოს საზოგადოებამ იცოდა ლაშას ოპერაციის შესახებ, თუ როდის და სად გაიკეთა მან და ამ ტურნირზე მან შეძლო და ოთხი რთული შეჯიბრი სუფთა გამარჯვებით დაასრულა, რაც დიდ მოწონებასა და გაოცებას იწვევდა ყველა სპორცმენში, მსაჯებსა და ტრენერებში''-აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შავდათუაშვილი მწვრთნელმ. აპირებთ თუ არა მომავალ ტურნირებზე ასპარზობას? - “რათქმა უნდა, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, რადგან ტრამვას უკეთ მოვიშუშებ და ორგანიზმსაც უკეთ მოვაძლიერებ და აპრილის თვეში ისევ გავალ ტურნირებზე, აპრილის ბოლოს კი ევროპის ჩემპიონატზეც გავდივარ".-ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ და ერთს გკითხავთ კიდევ, ყველამ იცის რომ მესამე ადგლისათვის ფინალში ხვდებოდით ჯაბა ქარდავას, მაგრამ არ გამოცხადდით, რამ განაპირობა ეს? - ეს ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ აღარ დავატანე ძალა ტრამვირებულ ფეხს, რადგან უარესად არ მტკენოდა კიდევ, თანაც ჩემთვის იმ ტურნირზე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელ ადგილს დავჯერდებოდი, განა იმიტომ კი არა, რომ წავაგე, არამედ იმისათვის, რომ ეს იყო სარეიტინგო შეჯიბრი და მე ისედაც ჩემს ჯგუფში (იღიმის) ჯერ-ჯერობით მეორე ადგილზე ვარ და არ წარმოადგენდა საჭიროს რამდენიმე ქულისათვის მებრძოლა კვლავ ამ მომენტში, თანაც ჯაბას ეს ქულება ესაჭიროებოდა სხვა ტურნირებისათვის.


მადლობთ ძალიან საინტერესო რესპოდენტი ხართ, გისურვებთ წარმატებას!-“მადლობთ, თქვენც აგრეთვე"

image

0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0