x
image
ჯუზეპე
ისევ შავდათუაშვილი



image8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე, 2012 წლის 30-ე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა -66კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილმა -73კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. აღნიშნული გამარჯვებითა და მედლის მოპოვებით კიდევ ერთი მედალი შეემატა საქართველოს ოლიმპიურ ყულაბას. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილი რიოს ოლიმპიადაზე შეცვლილი -73კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა და წინა ოლიმპიადასთან შედარებით -73კგ. წონით კატეგორიაში მიღწეული შედეგი დიდი წარმატებაა და საქართველოს ნაკრებს ამ წონით კატეგორიაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი სინჯის მედალი აქვს მოპვებული.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა შავდათუაშვილის დაპირისპირება რუს სპორტსმენთან იარცევისთან, სადაც ლაშა მარცხდებოდა “იუკოთი", ხოლო შეხვედრის მიწურულს, შავდათუაშვილმა მოახერხა და მეტოქეს ორი “ვაზარი" აუღო, რითაც სუფთა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს ფინალში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონს საგი მუკის დაუპირისპირდა და ულამაზესი გდებით სუფთა გამარჯვება მოიპოვა. შავდათუაშვილისთვის აღნიშნული მედალი მისთვის მეორე მედალია ოლიმპიური თამაშებიდან.

ამ შედეგით ოლიმპიურ რეიტინგში საქართველო 33-ე ადგილზეა.


imageimageimage

0
339
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0