რამოდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განიხილება თაღლითობებისა და თაღლითების შესახებ არსებული ინფორმაცია.ერთ-ერთი მომხმარებელი თეონა ენუქიძე იმ ადგილის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მისი თქმით დაღლითობა ხდება ვალუტის გადამცვლელ ფუნქტში და ამით მისი მეგობარი დაზარალდა.მისივე თქმით ამ ფოტოებს აქვეყნებს იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავს დაწესებულებებთან.წარმოგიდგენთ მის გამოქვეყნებულ სტატუსს : "გაიცანით თაღლითები!!!! ასე უსირცხვილოდ მოღვაწეობენ გამსახურდიას გამზირზე გარეთ უწერიათ 2.35 და შიგნით 2.036!!! ახლობელმა გადაახურდავა და იქვე თანხის დათვლისას მიხვდა, რომ მოტყუვდა 200$ ში 70 ლარით ნაკლები მისცეს, პასუხი იყო: ჩეკი ამოვარტყით და ვეღარ დაგიბრუნებთ თანხასო! გაფრთხილდით თქვენ მაინც"!["გაიცანით თაღლითები და თქვენ მაინც
გაფრთხილდით" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201608/2016080609073010302.jpg)
!["გაიცანით თაღლითები და თქვენ მაინც
გაფრთხილდით" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201608/2016080609080710302.jpg)
როგორც კომენტარებში ირკვევა მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა და რამოდენიმეჯერ პატრულის გამოძახებასაც ჰქონდა ადგილი : " ორ დღის წინ პოლიცია იყო გამოძახებული მანდ, ზუსტად იმავე პრობლემაზე!"
"არ ვიცი, ვეღარ დაველოდე. რამე რომ
ექნათ, დღესაც ღია ხო არ იქნებოდნენ. გვერდით ობიექტის თანამშრომლებმა თქვეს, სულ ეგრე არიანო."
"გუშინაც წავიკითხე ვიღაცის პოსტი ამ თემაზე და პოლიციამაც ვერ გვიშველაო"!["გაიცანით თაღლითები და თქვენ მაინც
გაფრთხილდით" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201608/2016080609102210302.jpg)