სხვა ბარაკ ობამას უმცროსი ქალიშვილი რესტორანში მოლარედ და დამლაგებლად მუშაობს 2016, 5 აგვისტო, 14:49 ![]() გოგონა ობამების საყვარელ თევზის რესტორან "Nancy’s"–ში მოლარედ და დამლაგებლად მუშაობს, იუწყება Boston Herald-ი. ნატაშას სამუშაო დღე 7:30 წუთზე იწყება და გრძელდება 11:30 წუთამდე.რესტორანი 11 საათზე იღება.გოგონა სალარო აპარატთან მუშაობს, მანამდე მომხმარებლებისთვის ამზადებს რესტორანს, ალაგებს და ასუფთავებს მაგიდებს. ![]() როგორც გამოცემა იუწყება რესტორნის სიახლოვეს მუდმივად მორიგეობს უსაფრთხოების სამსახურის 6 თანამშრომელი. "Nancy’s" -ი, რომელიც კუნძულ მარტას-ვილიარდზე მდებარეობს ობამების საყვარელი რესტორანია, ისინი ყოველ ზაფხულს რეგულარულად სტუმრობენ ხოლმე შვებულების დროს. ბარაკ და მიშელ ობამები აღნიშნავენ, რომ მათი ქალიშვილები სხვა გოგონების მსგავსად საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. ![]() 237 8-ს მოსწონს 1-ს არა
|