x
image
beko777
Mediator image
საზღვაო რომანი და შემთხვევით დაორსულებული 22 წლის გოგონას დრამატული ისტორია
image

გოგონამ ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს პოსტი მისწერა, რომელიც ჟურნალისტმა გოგონასთან შეთანხმებით გაასაჯაროვა (გოგონას 100% არაიდენტიფიკაციით) და დახმარება და რჩევა ხალხს ჰკითხა. კომენტარები ყველანაირი იყო: - უმეტესობა გოგონას ბავშვის გაჩენას სთხოვდა, ბევრი აკრიტიკებდა და ე.წ. ნაბიჭვარის გაჩენისგან თავის შეკავებას სთხოვდა რადგან მომავალში ბავშვი სოციუმში დაიჩაგრებოდა და ა.შ. და ა.შ. - გოგონასთან და ჟურნალისტთან შეთანხმებით ეს თემა ასე დასრულდა:


ბესო ჩუბინიძე:


ა) ვიღაცეებმა გამაკრიტიკეს: - გოგოს შენი იმედი ქონდა და შენ კიდე პოსტი გაუსაჯაროვეო!! - 1) პოსტის გასაჯაროება ამ გოგონასთან შეთანხმებული იყო (ვინ გგონივართ კი მაგრამ, ვინც ეს იფიქრეთ?!) - 2) ფეიკი პოსტიაო ვიღაცასთან წავიკითხე - ამაზე გამეღიმა :) - რატომაა "ფეიკი" რა, არ ხდება ასეთი ან უარესი ამბები ხო?!



ბ) ტიპიური ისტორია შეემთხვა: - ფინანსური გაჭირვების ნიადაგზე, ივლისში სამუშაოდ წავიდა ბათუმში, გაიცნო ქუთაისელი ახალგაზრდა 25 წლის სიმპათიური ბარმენი მამაკაცი, თავადაც ძალიან ლამაზი გოგონაა, დამეგობრდნენ, ყოველ საღამოს ეს გოგონა სამსახურის შემდეგ ამ ბიჭს ხვდებოდა, სეირნობდნენ, საუბრობდნენ, ველოსიპედზე კატაობდნენ, ზღვის ნაპირზე დარბოდნენ საღამოობით და ასე გაგრძელდა ერთი კვირა.
როგორ ფიქრობთ რა გაჩნდა მათ შორის მოწონებასთან ერთად? დიახ - ვნება. ერთი კვირის შემდეგ ბიჭმა გოგონა თავისთან მიიპატიჟა სახლში ბათუმში, გორკის ქუჩა #.....-ში... სადაც თავის ორ ძმაკაცთან ერთად ქონდა სახლი ნაქირავები და რომლებიც სახლიდან წინასწარ გაუშვა იმ ღამით, - მუსიკა, დალევა, რომანტიული გარემო, მოფერება... ალკოჰოლმა თავისი ქნა...


გოგონა - ქალიშვილი იყო!!! - მამაკაცის დიდად გასაკვირად! - მოსახდენი იმ ღამით მოხდა, გოგონას არ უნერვიულია რადგან შემდეგ, იმის შემდეგ და იმის შემდეგ დღეებშიც ჩვეულებრივად გაგრძელდა შეხვედრები, რომანტიკა და მეგობრობა... თუმცა: - ამჯერად არა-ცხელ, არა-თბილ.. არამედ ნელ-თბილ-გრილ ფორმატში!
ციკლის დღეს გადასცდა - ერთი დღე! მეორე დღე! მესამე დღე! მეოთხე დღე... მერვე დღე და პირველი ეჭვი გოგონას მხრიდან: - ორსულად ხომ არ ვარ?! (და ხმამაღალი ძალად სიცილი) - აფთიაქი! ტესტი და.... დასტური: - ორსულადაა!


- ტრისტან (სახელი პირობითია - ავტ.) ორსულად ვარ!
- ვაა, მართლაა? საღოლ შენ იზოლდა (სახელი პირობითია - ავტ.) მომილოცავს დედა გახდები.
- შენ კი, მამა.
- მამა არა ფეხები.
- ვერ გავიგე?!
- რამდენი ვიღაცა ორსულად დარჩება ჩემგან ყველა ბავშვის მამა გავხდები გგონია?
- რეებს მელაპარაკები? აბა მიყვარხარო და ქალიშვილობა დაგითმე და ერთად ვიქნებითო და ზღაპრები?!
- იზოლდააა, კაი რა რომელ საუკუნეში ხარ? ცოლადაც ხო არ მოგიყვანო კიდე?
- და ხო ხვდები, რომ მოგიწევს.
- გაუტიე ახლა აქედან რა, შენისთანა პირშინახმარი ქალიშვილები მინახავს ბევრი, შემოტენვა მომინდომე?
- ორსულადვარ-თქო ტრისტან!
- მერე მე რავქნა?
- მამა შენ ხარ.
- მამა არა ბაბუა, გაიკეთე აბორტი და იგულავე რა, მამობა და ცოლიანობა რომ მდომოდა აქამდე ვიქნებოდი.
- ბავშვს გავაჩენ.
- გააჩინე მერე, ამჩემს ფეხებს ე?!
- პოლიციას ვეტყვი.
- რას ეტყვი? მიხმარეს და ორსულად დამტოვეს და მიმატოვესო? ძალადობის ნიშნები გაქვს სადმე? თუ 16 წლის ხარ? ვერ გავიგე რა პანიკებს მიწევ? იკაიფე და დაწყნარდი რა, ყ....ზე რომ მახტებოდი კი მარა, მაგ დროს არ ფიქრობდი მაგაზე?
- თავს მოვიკლავ.
- გასწავლო რა ადგილას გადახტე ზღვაში, უცებ რომ დაიხრჩო? :) - დებილი ხარ რა, რაიყო ისიამოვნე და მორჩა, გაიკეთე აბორტი, რაიყო პირველი კი არ იქნები.
- ბავშვს გავაჩენ-თქო და პასუხს მოგთხოვ.
- აბა შენ იცი! რამდენ შენისთანასთან დავწოლილვარ აქ, იმდენმა რომ პასუხი მომთხოვოს, მრავალშვილიანი მამა ვიქნებოდი, და ნუ გამომიხვედი რა აქ ფრთიანი ანგელოზი რა, პროფესიონალურად კი მუშაობდი ყოველთვის და რახან ფეხებშუა ქალიშვილი იყავი, დავიჯერე ხო რომ თითდაუკარებელი ანგელოზი იყავი? ეგრე დააგოიმე და შეეტენე ვისთანაც გაგივა. ტყ....ი ხო გინდოდა? ხოდა ისიამოვნე ხო? აბა მარტო ზასაობაში გინდოდა გაგვეტარებინა დრო? ეგრე ალბათ სხვებთან ატარებდი ხოლმე დროს და შემეშვი რა.... ჩამოხვედი? იკაიფე? იჟიმავე? შეირგე რა!
- მეზიზღები...

image


გ) დასკვნა: - გამოუვალი მდგომარეობა! ვერავის ვერაფერს ეუბნება! მამა არ ყავს (!), დედას ვერაფერს ეტყვის, მასაც თავისი პრობლემები აქვს, დაქალები საცინად აიგდებენ რადგან ამ დრომდე სადაქალოში ერთადერთი პატიოსანი (ანუ ქალიშვილი) დაქალი ეგულებოდათ და ეს, რომ უთხრას, რომ ორსულადაა - იმათ დამცინავ და ცინიკურ თვალებს ვერ გაუძლებს! თბილისში ჩამოვიდა.....


დ) მე რატომ მომწერა და მომმართა? - 1993 წლის 1 თებერვლიდან მენდობიან მე ადამიანები (!) და ვიღაცეების გადახრილი აზროვნების მიუხედავად, მათ სჯერათ ჩემი გვერდში დგომის, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, რადგან თუ ვიტყვი - ვიტყვი მართალს! ისე - არაფერს ვიტყვი მაშინ!.... ისე, როგორც ბევრს ამ გოგონასაც ვიცნობ (ის, ჩვენი "ფოტოგენურობის კონკურსის" ერთ-ერთი წლის გამარჯვებულია) და ნდობის ფაქტორმა თავისი ქნა: - შემომჩივლა! ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია - როცა პასუხი არ მქონდა!


ე) სწორედ ამიტომ, მასთან შეთანხმებით (!) - გადავწყვიტე სახალხოდ ამბის გამოტანა, ამბის რომელიც არავისთვის უცხო არაა და ყველას უფრო უარესებიც გსმენიათ! და ვითხოვეთ ხალხის აზრის მოსმენა! მითუმეტეს მაშინ, როცა ეს გოგონა თავის მოკვლაზე და მსგავს სისულელებზე საუბრობდა! (გამკეთებელია) - ის, აქ გამოქვეყნებულ ყველა (!) კომენტარს კითხულობდა....


ვ) უამრავმა ადამიანმა პირადში მომწერა: - დამილინკე ეს გოგონა პირადად დავეხმარები, არასამთავრობოების კორდინატებს მივცემ და დაეხმარებიან და ა.შ. და ა.შ. .... ყველას დიდი მადლობა, მაგრამ გოგონას კონფიდენციალურობა - 100% გარანტირებულია ჩემი მხრიდან!!! ამას მოქალაქე ბესო ჩუბინიძე წერს და არა ჟურნალისტი - ბესო ჩუბინიძე!


ზ) გოგონამ გადაწყვიტა - აბორტი გაიკეთოს!!! მიზეზები - 1) საკუთარი დედა, რომელიც ამას არასოდეს აპატიებს 2) უმამოდ გაჩენილი პატარა - რომელიც მიაჩნია, რომ ცხოვრებაში, რომ გაიზრდება ძალიან დაიჩაგრება ყოველთვის და ყველაფერში 3) ჩასახვის დროს გოგონაც და ის ბიჭიც - მსუბუქი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ!!!! არაყი! სიგარეტი! პლანი!! 4) საოცრად ცუდი ფინანსური მდგომარეობა და უსამსახურობა....


მე არაფრის თქმა არ შემიძლია... ჩემი პირადი რჩევა იყო: - გააჩინე! დაგეხმარები!


ის, ამ დღეებში აბორტს გაიკეთებს!


.... თემის პროლოგი: - გოგონებო! იყავით ფრთხილად და ჭკუით!!! მამაკაცებო - იქონიეთ კაცობა!!!

image


10
3229
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
3229
  
2016, 10 აგვისტო, 12:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 8 აგვისტო, 19:58
შემთხვევით როგორ უნდა დაორსულდე?
წინდაუხედავი ყოფილა საქართველოში ერთ კვირაში რომ ჩაუგორდები ვიღაცას ლოგინში, სხვას რას უნდა ელოდო? თან პლიუს სასმელი და ნარკოტიკი.
ნუ ის ტიპი ჩვეულებრივი ქართველი "ვაჟკაცია" , პირადად პირში ნახმარის მოყვანას ვუსურვებ!
2016, 8 აგვისტო, 19:48
მაგარი სათაურია " შემთხვევით" დაორსებული მაგარი იყო. ასეთ რამეს მარტო საქართველოში თუ გაიგებ. როგორ მოხდა? მიდიოდა თავისთვის გაიფიქრა ნეტა ფეხმძიმედ ხომ არ ვარო და აღმოჩნდა რო ფეხმძიმედ იყო? თუ რამეს წამოკრა ფეხი? წაკითხვას აზრი აღარ აქბს "შთხვევით" კიდევ რამე უაზრობას არ წავაწყდე
2016, 6 აგვისტო, 17:30
და დავამატებ რაში ჭირდება ესეთი დაქალები ?!
2016, 6 აგვისტო, 17:24
ნაგავი ბიჭი ! აი ასე ზრდით უმეტესობა თქვე დამპალო ქართველო ქალებო თქვენს ვაჟებს .... არაკაცებად აყალიბებთ ! პასუხიმგებლობის აღება როცა არ შეუძლია მამაკცს ის ჩვარია მეტი არაფერი
2016, 6 აგვისტო, 15:11
არაკაცია ეს ბიჭი კი მაგრამ გოგო თუ ხარ და პატიოსანი ასე მარტივად არ გადადგამ ამ ნაბიჯს
2016, 5 აგვისტო, 16:49
გოგონა ბავშვს გააჩენს!!!! მისი ნათლია ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე იქნება - მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!
2016, 5 აგვისტო, 16:47
იმ გოგომ უეჭველი უნდა გააჩინოს ვალდებულია ასე მოიქცეს...ღმერთი ადამიანს ისეთ განსაცდელს არასდროს მოუვლენს,რომელსაც ვერ გადაიტანს..პატარააა ასაკით და ამ ყველაფერს ტრაგიკულად აღიქვამს,იმ ბიჭის შეურაცხყოფელ სიტყვებს გულთან ნუ მიიტანს,ის ბიჭი არარაობაა,რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს...ასე იყო ალბათ ამ გოგოსთვის საჭირო ეს რომ დამართნოდა,ამ წარსულით მომავალში ეს გოგო უპრო ძლიერი გახდება,მისმინე ლამაზო ამ სმს თუ წაიკითხავ იცოდე რომ თუ ბავშვს მოიშრებ მთელი ცხოვრება სუსტი იქნები და იგივე უფრო უარეს სიტუაციებს მიიზიდავ,მაგრამ ბავშვს თუ გააჩენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შენდაუნებურად შეიცვლი და ,ძლიერ ადამინად ჩამოყალიბდები,ის ბიჩი კი ოველთვის დედის კალთას ამოპარებულუ არარაობა იქნება,ბავშვს ნუ მოკლავ და შენს თავსაც ნუ დაადანაშაულებ,ყველაფერს სულ სხვა თვალით შეხედე
2016, 5 აგვისტო, 10:56
უნდა გააჩინოს აუცილებლად,ის ბიჭი კი არაკაცია...
2016, 5 აგვისტო, 6:24
ეს გოგო მართლა ძალიან შემეცოდა. თემის პროლოგს ვეთანხმები 100%! ის ვირაც ახვარი როჟა ყოფილა!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10