x
image
-გიჟი
ტანსაცმლის 10 კლასიკური კომბინაცია იდეალური იმიჯის შესაქმნელად
image

გვსურს, რომ გამოვიყურებოდეთ ლამაზად, მოდურად, ბრწყინვალედ წელიწადის ნებისმიერ დროს, მეგრამ ხანდახან ადვილი არ არის იპოვო სრულყოფილი ფერთა კომბინაცია. ჩვენი გარეგნობა ხომ წარმატების გასაღებია და სწორედ ამიტომ მოგიმზადეთ მინი-რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ტანსაცმლის ფერის შერჩევასა და იმიჯის პოვნაში.

#1 წითელი

თუ გაცვიათ წითელი ტანისამოსი, მზად იყავით ყურადღების ცენტრში ყოფნისათვის: ეს ფერი საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების ფერია. შავისა და წითლის კომბინაცია ნამდვილი კლასიკაა. შეარჩიეთ მკვეთრი ფერბი. მაგალითად, შავ-თეთრ კაბას შეუხამეთ შავი კოლგოტი და წითელი ფერის პალტო.


image#2 პასტელი

ნუ შეგაშინებთ პასტელის ფერთა შეხამება, წელს სწორედ მათი დროა. საქვეყნოდ ცნობილმა ინსტიტუტმა Pantone-მ ორი ფერი დაასახელა 2016 წელს- ვარდისფერი კვარცი და ნაზი ლავანდისფერი. დამდეგი სეზონი ნაზი და სენტიმენტალური იქნება.

image#3 თეთრი

თეთრი აბსოლუტურად ყველა ფერს უხდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ლურჯთან, წითელთან და შავთან. "ქეჟუალ" სტილისთვის მშვენივრად შეუხამებთ ყავისფერსა და ქვიშისფერს. ეს ფერები საქმიანი სტილისთვისაც მშვენიერი იქნება.

image#4 დენიმი

დიდი ხნის მანძილზე დენიმის სხვადასხვა ფერებთან კომბინაცია აკრძალული იყო, მაგრამ ახლა ის ძალზე პოპულარულია. თავისუფლად შეუხამეთ ერთმანეთს ჯინსის ტანისამოსი. მთავარი წესი: ფერები არ უნდა იყოს ზუსტად იგივე. მაგალითად, ატარეთ ღია ფერის პერანგი და მუქი ლურჯი ჯინსი.

image#5 მეზღვაურის სტილი

თავიდან კოკო შანელმა ჩაიცვა ზოლიანი ტანსაცმელი 1930 წელს და ახლაც მოდაშია მუქი ლურჯი ზოლიანი პრინტი. ზღვისფერის თემები არის თეთრი, ლურჯი, შავი და წითელი. დიზაინერები გვთავაზობენ შევუხამოთ ოქროს აქსესუარები დახვეწილი იმიჯისთვის.

image#6 მდოგვისფერი

მდოგვისფერის კომბინაცია სრულყოფილია ყავისფერთან, შოკოლადისფერთან, ხორცისფერთან და ჩალისფერთან. ასევე, კლასიკური ლუქის შექმნისთვის შეგიძლიათ შეუხამოთ ძირითად ფერებს, როგორიცაა თეთრი და შავი.

image#7 მარსალა

ამ წარმოუდგენლად ლამაზი ფერის სახელი მომდინარეობს სიცილიური ღვინისგან, რომელსაც ამზადებენ ქალაქ მარსალაში. ეს ფერი ადვილია შეუხამო უამრავ სხვას. სრულყოფილად კომბინირდება კლასიკური ტრიოსთვის: შავი, წითელი და ნაცრისფერი. მარსალა შეგიძლიათ შეუხამოთ ჩალისფერს, რძისფერსა და ყავისფერს.

image#8 ვარდისფერი

ატერეთ ვარდისფერი, რომ შექმნათ დახვეწილი და ქალური იმიჯი. კომბინირება შეგიძლიათ თეთრთან, ჩალისფერთან, ცისფერთან, ყავისფერსა და ლურჯთან. მისი შეხამება ყველაზე ხელსაყრელია თეთრთან, რომელსაც ჩაიცვამთ როგორც სამსახურში, ასევე საქმიან შეხვედრაზე

image#9 ნაცრისფერი

არ არის მოსაწყენი ფერი. ის იდეალურია ოფისისთვის, მაგრამ ნუ შეიმოსებით მთლიანად ნაცრისფერი სამოსით. უფრო კარგია კომბინირება მწვანესთან. ის ეხამება მწვანის ნებისმიერ გრადაციას პიტნისფერისა და ზეთისხილისფერის ჩათვლით.

image#10 ლურჯი

ლურჯი არის ერთ-ერთი ყველაზე არისტოკრატული ფერთა გამაში. კომბინირება შეგიძლიათ თეთრთან, ჩალისფერთან და სპილოსძვლისფერთან. ასევე უხდება ყავისფერი, წითელი და ყვითელი.

2
1645
9-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
1645
  
2016, 4 აგვისტო, 11:53
დიდი მადლობა, ძვირფასო! :*
2016, 3 აგვისტო, 23:13
დიდი მადლობა მინი-რჩევებისთვის, ,,დენიმი,, განსაკუთრებით მომეწონა.
0 1 2