
უამრავი სტილი არსებობს. თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებითაა გამოკვეთილი. მოდით, გავეცნოთ მათ და ავირჩიოთ ფავორიტი:
1. Casual style
ე.წ. "ქეჟუალ" სტილი, რომელიც ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელია. მოიცავს ყოველდღიურ სამოსს. იგივე თავისუფალი სტილი. ხშირადაა გაერთიანებული კლასიკური და სპორტული სამოსი. ეს ის მიმდევრობაა, რომლითაც ყველგან მოახერხებთ წასვლას




2.Hipster stile
ჩემი ფავორიტი სტილი. აერთიანებს ნახევრად თინეიჯერულ-კლასიკურ ტანისამოსს.
მისი მიმდევრები ხშირად იცვამენ შორტებს ან ქვედაბოლოს კარდიგანთან, პერანგთან ან ჯინსის ჟილეტთან ერთად




3. Boho style
კიდევ ერთი ფავორიტი. მეამბოხე, ორიგინალური სტილი. მოიცავს ორნამენტებით გაწყობილ/მაქმანებიან სამოსს



4.Hippie style
მისის უდიდებულესობა ჰიპი, რომელიც ძალზე წააგავს "ბოჰო"-ს, გამოირჩევა ჭრელაჭრულა, თავისუფალი სამოსით



5. sporty style
რაღა თქმა უნდა სპორტული ტანსაცმელი: კედები, კაპიუშონიანი მაისურები, კეპიანი ქუდები და სამოსი ცნობილი სპორტული ბრენდების ლოგოებით



6.Emo style
თინეიჯერული სტილი. გამოირჩევა მუქი ფერებით ( შავ ფერზე ვგიჟდები, მაგრამ ასე არ ვიცვამ :))



7. Classic style
კლასიკური, დახვეწილი სტილი, რომლის კომბინირებაც ნებისმიერ სხვა სტილთან შეგიძლიათ. თუ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ სამოსის არჩევაში, კლასიკური სტილი ყოველთვის კარგი გამოსავალი იქნება


