კინო ჟან -კლოდ ვან დამმა ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში დედა აგინა(ვიდეო) 2016, 2 აგვისტო, 11:56 ჰოლივუდის ვარსკვლავი წონასწორობიდან გამოვიდა და ცხრასართულიანი გინებით აიკლო ავსტრალიელი ჟურნალისტები მომაბეზრებელი "ყვითელი" კითხვების გამო.
55 წლის ჟან-კლოდ ვან დამი აშშ-დან ავსტრალიაში ჩაფრინდა იმისთვის, რომ თავის ახალი პროექტების პრეზენტაცია მოეხდინა.ჰოლივუდის ვარსკვლავი დათანხმდა ადგილობრივ ტელეარხ Sunrise -თან ინტერვიუზე.ალბათ ეს ტელესიუჟეტი ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა ინტერვიუს დასასრულს გაცოფებული ვან დამის უწმაწური გინება.სწორედ ამის გამო ვიდეომ ორ დღეში you tube-ზე 100 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.მაინც რა მოხდა? ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებს კითხვები ვარსკვლავის მომავალ გეგმებზე დაესვათ, მომაბეზრებელი ყვითელი კითხვები დააყარეს. მაგალითად კითხვა კაელი მონოუგთან რომანზე(ვან დამს და ავსტრალიელ მომღერალს შორის ურთიერთობა 1994 წელს, ფილმის "ქუჩის მებრძოლის" გადაღების დროს დაიწყო.) "დიახ მე მიყვარს კაელი, მე მიყვარს ყველა .55 წლის ვარ, მე არ ვარ 35 წლის და არც 25-ის.ჩემი შეხედულებები ცხოვრებაზე შეიცვალა და მეც შევიცვალე.ეს კითხვები მესმის გამუდმებით ბოლო 25 წელია.მიმძიმს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.რა არის შემდეგი კითხვა?გაქვთ საინტერესო კითხვა? არა? კარგით, ნახვამდის!" ამის შემდეგ ჩართულ კამერაში ისმის გაცოფებული ვან დამის გინება ჟურნალისტების და გადამღები ჯგუფის მიმართ. 417 5-ს მოსწონს 1-ს არა
|