სხვა ანდრეი მაკარევიჩმა რუსებს მონები უწოდა,ხოლო პლანეტის ნახევარ მოსახლეობას იდიოტები 2016, 2 აგვისტო, 11:10
მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ჯგუფ "მაშინა ვრემენის" ლიდერი, ანდრეი მაკარევიჩი ყველასთვის ცნობილია, რომ მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას, მთვარობას და პრეზდენტს.ის ყირიმის შემოერთების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.მან ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტიც გამართა უკრაინაში.
ამჯერად ლეგენდარული როკ-მუსიკოსი რუს ერს გადასწვდა და მათ მონები უწოდა. ეს მოხდა 29 ივლისს, "Эхо Москвы"-ის ეთერში. "იმისთვის რომ იაზროვნო, უნდა იაზროვნოს ვიღაცამ, ასე გვასწავლეს თავის დროზე.ვშიშობ რომ მასა ჩვენი მოსახლეობისა ამას დიდად არ განიცდის.ხმას აძლევენ იმას, რაც საუკუნეების განმავლობაში სხვა არაფერი განუცდიათ.ყველაფერი ეს ცოტ-ცოტა, მცირე ულუფებით მიეწოდებოდა.ასე, რომ როგორი მონებიც იყვნენ, ასეთივე მონებად დარჩნენ." ამ რადიოგამოსვლამ აღშფოთება გამოიწვია რუსულ საზოგადოებაში. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთ "комсомольская правда"-ს კორესპონდენტი დაუკავშირდა მაკარევიჩს და გამოთქმული აზრის განმარტება სთხოვა: "ჩვენ რომ მონური ფსიქოლოგია ხელხემალში გვიზის, ეს მე მგონი ახალი ამბავი არ არის.კიდევ მრავალი წელი უნდა გავიდეს სანამ ჩვენიდან ამას წვეთ-წვეთად გამოვწურავთ..ნამდვილად არავის წყენინება არ მსურდა"-აღნიშნა მაკარევიჩმა თან დასძინა, რომ "პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იდიოტებისგან შედგება, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია.ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ ამ კუთხით გამონაკლისი არ არის.აი, ეს არის სულ და მზად ვარ ამას ხელი მოვაწერო." " 263 8-ს მოსწონს 1-ს არა
|