x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მესამე რაიხის საიდუმლოებები

image

მესამე რაიხის (გერ. Drittes Reich — «მესამე რაიხ», «მესამე სახელმწიფო») — გერმანიის არაოფიციალური სახელი 1933 წლის 24 მარტიდან 1945 წლის 23 მაისამდე.) ისტორია არის კაცობრიობის წიგნი, რომლის ყველა გვერდი გაჯერებულია სისხლით და მაგიით, არაადამიანური ტანჯვით და დიდი სამეცნიერო პროგრესით, გასაიდუმლოებული არქივებით და საშინელი ფაქტებით.

ყველაფერი გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, როდესაც გერმანიამ, დანარჩენი მსოფლიოს გაოცება, თავისი წარმოუდგენელი ინდუსტრიული ზრდით და ნაკლებად გასაგები რიტუალებით დაიწყო. გერმანული ერის, დამცირებულს და შეურაცხყოფილს ვერსალის ხელშეკრულებით ( 1919 წლია 28 ივნისი), რომელსაც თითქმის დაკარგული ჰქონდა იმედი, 30-იან წლებში, ტრიუმფით დაიწყო აღორძინება. გერმანელები თავიაანთ მხსნელს - ადოლფ ჰიტლერს მოესწრნენ.
imageჰიტლერმა სულ რამოდენიმე წელში, გერმანია დიდ, მესამე რაიხად გადააქცია. მან შექმნა ქვეყნის ახალი ისტორია, ახალი სიმბოლოები. ახალი დროის სიმბოლო სვასტიკის ემბლემა გახდა. ეს იყო წითელ ფონზე გამოსახული, თეთრ წრეში ჩასმული, შავი ჯვარი მოხრილი ბოლოებით, რომელიც მთელს გერმანიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა.

ფაშიზმის იდეოლოგია, საიდუმლო ორგანიზაციის მიერ, ბევრად უფრო ადრე იყო ფორმირებული, ვიდრე ნაცისტური რაიხი შეიქმნებოდა. მის ფუნდამენტს უძველესი ოკულტური და მისტიკური საიდუმლოებები წარმოადგენდა. მესამე რაიხის სათავეში მაგისტრები და ორაკულები (პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წინასწარმეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროდ აღიქმებოდა ძველ ბერძნებსა და აღმოსავლეთის კულტურებში; ხშირად სპირიტულ ხასიათს ატარებდა და შეუმცდარ ავტორიტეტად ითვლებოდა - ვიკიპედია) იყვნენ. ნაცისტებს სჯეროდათ, რომ სამყაროს შეცვლა მხოლოდ «განდობილების» ჯგუფს შეეძლო.

image30-იან წლებში საიდუმლო ორგანიზაცია – ანენერბე (გერ. Ahnenerbe — «წინაპრების მემკვიდრეობა», მისი სრული სახელწოდება იყო — «უძველესი გერმანული ისტორიის და წინაპრების მემკვიდრეობის შემსწავლელი გერმანული საზოგადოება») შეიქმნა. ამ ორგანიზაციას გერმანული ერის ტრადიციები და გერმანული რასის მემკვიდრეობა უნდა შეესწავლა და სახელმწიფოს მმართველი აპარატის ფუნქციონირებისთვის ოკულტურ–იდეოლოგიური საზრდო მიეწოდებინა. ანენერბე, რომელიც 1945 წლამდე ფუნქციონირებდა, იყო – ყველაფრის მცოდნე, ყველაფრის დამნახავი, ყველგანმყოფი ორგანიზაცია, რომელიც ჰიმლერმა დაარსა. თავდაპირველად ორგანიზაცია გერმანელების სულიერ პრეისტორიას სწავლობდა, მაგრამ 1935 წლის იანვარში SS-ის (Schutzstaffel - დამცავი რაზმი) დაქვემდებარებაში გადავიდა და მისი მოღვაწეობის არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა: დაწყებული ენერგეტიკის სფეროდან, ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებით დამთავრებული – ყველაფერი მას ეხებოდა.

საიდუმლო საზოგადოების მთავარი მიზანი ზერასის არსებობის დამტკიცება იყო, რომლის შთამომავლები, თითქოსდა ჰიმალაის მთებიდან იყვნენ ჩამოსულები. ნეპალში და ტიბეტში სამეცნიერო ექსპედიციები გაიგზავნა. იქ ჩატარებული კვლევის კატალოგები დგებოდა და გერმანიაში იგზავნებოდა. გერმანელი მეცნიერების მიერ უდიდესი სამუშაო იყო გაწეული. მათ შეისწავლეს ტიბეტური ეთნოლოგრაფია, ფლორა და ფაუნა. დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გადაწყვეტილი ჰქონდათ რადიოხიდის გაკეთება, მათი გაგებით, მსოფლიოს სულიერ ცენტრთან და ნაცისტ ბობოლებთან. შეგროვილი მასალები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ხმები დადიოდა, რომ ტიბეტური ექსპედიციის კიდევ ერთი მიზანი შამბალას (ლეგანდარული ქვეყანა ტიბეტში) პოვნა იყო.
II მსოფლიო ომის დაწყების წინ, ანენერბე კვლევით ინსტიტუტს ჰგავდა, რომლის სამეცნიერო მიმართულებების ჩამონათვალი ნებისმიერ მეცნიერებათა აკადემიას შეშურდებოდა: პირველყოფილი თემური წყობილებიდან დაწყებული – ატომური ფიზიკით და ქიმიური იარაღით დამთავრებული. გარდა ამისა, აქტიური კვლევები მიმდინარეობდა სიმსივნის წამლის აღმოჩენის მიმართულებითაც.
ერთი სიტყვით, საიდუმლო ორგანიზაციაში, ყველაფერს იკვლევდნენ: ისტორიით და ტექნიკით დაწყებული – ადამიანებით დამთავრებული. მათი ნამოქმედარიდან, ყველაზე საშინელი, სწორედ ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტები იყო. ექიმი ზიგმუნდ რაშერი ადამიანების ფარულ შესაძლებლობებს სწავლობდა და ექსპერიმენტის ფარგლებში, ადამიანებს ყინავდა, სტერილიზაციას უკეთებდა, დაკვირვებას აწარმოებდა ბაროკამერაში წნევის სწრაფი ცვლილების შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმის რეაქციებზე.

imageანენერბეს რამოდენიმე საიდუმლო განყოფილება უჩვეულო – სუპერ იარაღის შექმნაზე მუშაობდა.

როდესაც II მსოფლიო ომის მსვლელობაში, გარდატეხა მოხდა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ, ჰიტლერმა მთელი ფულადი სახსრები, რაც კი ხელისუფლებას იმ დროისთვის გააჩნდა, ანენერბეს ორგანიზაციას გადასცა. ამ თანხების დიდი ნაწილი ახალი, შურისძიების იარაღის შექმნაზე დაიხარჯა. იარაღზე მუშაობა, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა.

ანენერბე იყო პირველი სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელშიც რაკეტის შექმნაზე დაიწო მუშაობა. აქ სერიოზული კვლევები მიმდინარეობდა ტრანსატლანტიკური საფეხურებრივი რაკეტის შესაქმნელად. გერმანიაში შექმნეს იარაღი, რომელსაც შეეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებამდე მიეღწია. ფაშისტები ისე იყვნენ დარწმუნებულები წარმატებაში, რომ 1944 წლის ნოემბერში საიდუმლო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. მათ აშშ-ში, რაკეტის ორიენტირებისთვის, რადიო სიგნალი უნდა დაეყენებინათ ერთ-ერთ ცათამბჯენზე. ექსპერიმენტი ჩაიშალა და ოპერაცია ჩავარდა.

შემდეგი კანდიდატი საოცარი იარაღის როლზე – ატომური ბომბი იყო. ამ მიმართულებით გერმანელებს დიდი მიღწევები ჰქონდათ. მათ რომ კიდევ რამდენიმე თვე ჰქონიდათ, პირველ ატომურ ბომბს ბერლინისკე მიმავალ საბჭოთა ჯარებს აუფეთქებდნენ. გერმანელ მეცნიერებს უბრალოდ დრო არ ეყოთ ურანის გასამდიდრებლად, თორემ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი მზად იყო.

ანენერბე, III რაიხის ყველაზე ძლიერი სამეცნიერო ცენტრი, 1945 წელს გაქრა და მისი მიღწევების ზოგიერთი საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია.
ცნობილია, რომ 30-40-იან წლებში, ფაშისტური გერმანია აქტიურად მუშაობდა დისკისებური საფრენი აპარატების შექმნაზე. ამ აპარატისთვის დეტალებს სხვადასხვა ქარხნებში ამზადებდნენ, რომ მათი რეალური დანიშნულება არ გამჟღავნებულიყო.


image
გერმანიაში, მესამე რაიხის დროს, უამრავი ახალი ქარხანა გაიხსნა, რომლებშიც უახლეს ტექნიკას აწარმოებდნენ, ქმნიდნენ ახალ მანქანებს, ცაში დირიჟაბრებს უშვებდნენ...
ყველაზე დიდი საიდუმლო კი მიწისქვეშა ქალაქს უკავშირდება, რომლის შესახებ ლეგენდები დღემდე არის გავრცელებული პოლონეთში და გერმანიაში. ქალაქი პოლონეთის ჩრდ-დასავლეთით მდებარეობს და მას ხალხი «წვიმის ჭიაყელის ბანაკის» (გერ. Regenwurmlager) ეძახის. ლეგენდის თანახმად, ეს ქალაქი რამდენიმე კილომეტრზე არის გადაჭიმული მიწისქვეშ და 30-40 კმ. სიღრმეზე რკინიგზის მაგისტრალები გადის. სავარაუდოდ, ქალაქის მშენებლობა 1927 წ. დაიწყო და 1937 წელს დასრულდა, სხვა წყაროების მიხედვით, ის 1936-38 წლებში აშენდა და 1945 წლამდე ფუნქციონირებდა. დღეს ამ ქალაქის მხოლოდ ზედა იარუსი არის აღმოჩენილი. როგორც ამბობენ, არსებობდა მექანიზმი, რომელიც მისი პოვნის შემთხვევაში, ქალაქს დატბორავდა და ასეც მოხდა.

image

image

image

III რაიხმა 12 წლი იარსება და ამ პერიოდის მანძილზე, ჰიტლერულმა გერმანიამ უდიდესი ტექნოლოგიური პროგრესი განიცადა. იმ პერიოდში, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ატომური ენერგიის გამოყენებაზე მუშაობდნენ, შექმნეს ტრანსკონტინენტალური რაკეტა, ავტომანქანები და დირიჟაბრები საყოველთაო მოხმარების ტექნიკად იქცა. მუშაობდნენ ალტერნატიული ენერგიის წყაროს აღმოჩენაზე და ფერადი ტელევიზორის შექმნაზეც კი... და პარალელურად, მთელი მსოფლიოს დაპყრობას ცდილობდნენ! მაგრამ, ყველაზე შთამბეჭდავი – მესამე რაიხის მიერ, ახალი რელიგიის შექმნა იყო. ჰიტლერს კაცობრიობის მხოლოდ გონების კი არა – სულის დაპყრობაც უნდოდა.

«Mein Kampf» («ჩემი ბრძოლა») იყო ჰიტლერის შრომა, რომელსაც ბიბლია უნდა შეეცვალა. ქვეყანაში ბრძოლა დაიწყო კათოლიკური ეკლესიის და სხვა რელიგიური კომფესიების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ებრაელებს ემტერებოდნენ. ახალი რელიგია, არსებითად, მისტიკისა და ოკულტიზმის ნაზავი იყო, რომელიც გერმანელ ხალხს ზებუნებრივი მოვლენების რწმენისა და წარმართული რიტუალების ჩატარებისკე მოუწოდებდა. ქვეყანაში თომას მანის და გოეთეს წიგნებს წვავდნენ და მათ ადგილს მაგიის წიგნები იკავებდა. შენდებოდა მესამე რაიხის ტაძრებიც – მათი აზრით, ვეველსბურგის ძველი სასახლე, თავისი სამკუთხედი ფორმით, ლონგინის (ბედის) შუბის სიმბოლოს წარმოადგენდა. 1934 წლის აგვისტოში სასახლე SS-ს გადაეცა და მასში მუზეუმი და სასწავლებელი გაიხსნა, სამხედრო ოფიცრების მოსამზადებლად.

image

image

image

ფაშისტურ რელიგიას ბავშვები ადრეული ასაკიდან ეზიარებოდნენ: 10 წლის ასაკის ბიჭუნები «ახალგაზრდა გერმანელების», ხოლო 14 წლის ასაკში – «ჰიტლერული ახალგაზდების» ორგანიზაციაში უნდა შესულიყვნენ. როდესაც ახალგაზრდა 18 წლის ხდებოდა, მისი ადგილი «ნაცისტურ პარტიაში» იყო.
imageმესამე რაიხის ყველა საიდუმლოს ოდესმე ფარდა აეხდება. მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელზეც ძალიან რთულია პასუხის გაცემა. როგორ მოხდა, რომ XX საუკუნის თითქმის შუა პერიოდში, ცივილიზირებული ევროპის ცენტრში, მსოფლიო ბატონობის იდეა გაჩნდა. ისეთი რა უთხრეს ადამიანებს, რომ მათ ზურგი აქციეს თავიაანთ რწმენას, კულტურას, მორალს... წარმართული კერპების თაყვანისცემა და მისტიკურ-ოკულტური რიტუალების ჩატარება დაიწყეს.
გერმანელი კლასიკოსი ერიხ ფრომი (Erich Fromm), თავისი ქვეყნის შესახებ, 1941-ში წერდა: «ადამიანის ტვინი XX საუკუნეში ცხოვრობს, მაგრამ უმრავლესობის გული, ჯერ კიდევ ქვის ხანაში არის».

3
4658
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4658
  
2019, 2 თებერვალი, 18:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 1 ოქტომბერი, 22:43
ეშმაკის პირმშო იყო ერთ-ერთი ჰიტლერი, თუმცა დგესაც ბევრია ჯერ კიდევ კარგად რომ არ ამოსვლიათ ,,კიჭები"
2016, 1 ოქტომბერი, 15:06
მე ძალიან მომეწონა , საინტერესო იყო :-)
0 1 3