x
image
მანჩო 777
რატომ არის ექიმის ხალათი თეთრი ფერის? -ეს საინტერესოა
რა ასოციაციას იწვევს თქვენში თეთრი ხალათი?- პირველ რიგში იმას, რომ პროფესიონალის საიმედო ხელში ხართ და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მართლაც, ექიმების თეთრი ხალათები პაციენტების ცნობიერებაში ნდობას და იმედს იწვევს.

სინამდვილეში, ისევე როგორც სამხედროების უნიფორმა, სამედიცინო თეთრი ხალათი დიდი ხანია ჩვენი თვალისათვის შეჩვეული სპეცტანსაცმელია. ექიმები, მედიცინის დები და სანიტრებიც კი საავადმყოფოების უმრავლესობაში სწორედ თეთრ ხალათებში არიან გამოწყობილი.



image


მაინც რატომ ატარებს მსოფლიოს სამედიცინო პერსონალის 75% თეთრ სპეცტანსაცმელს?- მოდით, ერთად გავერკვეთ ამაში.



იდეა, რომ ექიმებს თეთრი ხალათები ჩაეცვათ, მე-19 საუკუნის შუახანებიდან წამოვიდა, მანამდე ექიმების სტანდარტულ უნიფორმას წარმოადგენდა წინსაფარი და ხელთათმანები, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია იყო გასაკეთებელი. აი, სულ ეს იყო მათი სპეცტანსაცმელი. პრინციპში, მისი საჭიროება არც იყო - უხსოვარი დროიდან ექიმებს ცნობდნენ არა ტანსაცმლის, არამედ მათი პროფესიონალიზმის მიხედვით: ისინი ლამის გმირების ტოლფასი იყვენ ხალხის თვალში.


image


სულ პირველად თეთრი ხალათის აუცილებლობის იდეა გამოთქვეს ინგლისელებმა. ბრიტანელმა ქიურგმა ჯოზეფ ლისტერმა მთელი თეორია დაწერა თეთრი ხალათების ანტისეპტიკურ თვისებებზე და სწორედ აქედან დაიწყო სამეცნიერო პოლემიკა ამ თემაზე. ცოტაოდენი ხნის შემდეგ ამ პოლემიკაში თავად ცხოვრება ჩაერთო. გასული საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1918 წელს, როცა ისპანკის ეპიდემიამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიწყეს თეთრი ხალათების, როგორც საუკეთესო ანტისეპტიკის დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში.


გარდა ამისა, გასული საუკუნის დასაწყისში ქირურგის კვალიფიკაციაზე სწორედ თეთრი ხალათის მიხედვით მსჯელობდნენ : რაც უფრო მაღალ დონეზე იყო ჩატარებული ოპერაცია, მით უფრო ცოტა სისხლის წვეთები უნდა ყოფილიყო ექიმის ტანსაცმელზე, ხოლო თეთრ ქსოვილზე სისხლი გაცილებით იოლი შესამჩნევი იყი, ვიდრე მუქი ფერისაზე. ასე დაიმკვიდრა თეთრმა სპეცტანსაცმელმა ადგილი ყველა იმ სფეროში, სადაც სისუფთავე და სტერილურობაა საჭირო.


image


მაგრამ მაინც, რატომ მაინდამაინც თეთრი და არა ყვითელი, ან ცისფერი, ან ლიმონისფერი, ან კრემისფერი?– ამ კითხვაზე შეადრებით ამომწურავ პასუხს იძლევა კოლორომეტრია - მეცნიერება ფერების შესახებ.


ალბათ ბევრჯერ შეგიმჩნევიათ, როგორ იცვლება ჩვენი განწყობა სხვადასხვა ფერის დანახვის დროს: ზოგი მათგანი ჩვენში დადებით ემოციას იწვევს, ზოგიც კიდევ უარყოფითს.

თუ კოლორომეტრიას დავუჯერებთ, თეთრი ფერი ადამიანს განაწყობს გულახდილობისაკენ, სისუფთავისაკენ, ნდობისა და გახსნილობისაკენ. მოკლედ, ის დადებითად მოქმედებს პაციენტებზე. ადამიანები თეთრ ხალათებში ყოველთვის იწვევენ ავადმყოფების ნდობას თავიანთი მკურნალების მიმართ.


გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თეთრი სპეცტანსაცელი აძლიერებს მედპერსონალის კონცენტრირების უნარს შესასრულებელი სამუშაოს მიმართ და რაც მთავარია, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა ექიმს თეთრი ხალათი აცვია, ის გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებს. ასე რომ, მიღებული უნიფორმა ეხმარება ექიმს პასუხისმგებლობით მიუდგეს თავის საქმეს, მოახდინოს კონცენტრირება შესასრულებელ სამუშაოზე და დაუშვას რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა - ერთი სიტყვით, გადაარჩინის პაციენტის სიცოცხლე.


image


P.S. არ შემიძლია არ დავამატო, რომ ამ ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია სამედიცინო სფერის მუშაკების მიერ თეთრი ხალათების უარყოფის და მათ მაგიერ სხვადასხვა ფერის უნიფორმისათვის უპირატესობის მინიჭების. სწორედ ამიტომ ლოგიკურია, რომ გვიჩნდება ასეთი კითხვა: ეს ხომ არაა მიზეზი, რომ ამდენი არაპროფესიონალი, უპასუხისმგებლო და პაციენტის მიმართ ცივ, უგულო დამოკიდებულებაში შემჩნეული ექიმები გვყავს?– ვინ იცის, იქნებ მართლაც არის ამაში სიმართლის ნატამალი.




2
1428
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1428
  
2016, 4 დეკემბერი, 12:02
კოლორიმეტრია არის ნივთიერების შეფერილობის მიხედვით მისი შედგენილობისა და კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდი. ფოტოკილორიმეტრებით ზომავენ იპტიკურ სიმკვრივეს და გარდატეხის მაჩვენებელს თუმცა ამ მეთოდით ნამდვილად ვერ განვსაზღვრავთ ადამიანში რა ემოციებს და განწყობებს იწვევს სხვადასხვა ფერი...
2016, 7 აგვისტო, 11:16
როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო სტატიაა და გეთანხმები ბოლომდე)
0 1 2