ტექნოლოგიური სიახლეები აქვთ თუ არა ამერიკელებს "მფრინავი თეფში"?(ვიდეო) 2016, 29 ივლისი, 13:34
ინტერნეტში დაიდო ვიდეო, სადაც ჩანს მფრინავი ობიექტი აშშ-ს ემბლემით.
ამერიკის საჰაერო ძალებმა გამოსცადეს კოსმოსური ხომადლი შტატ ტენესიში, ამის შესახებ იუწყებიან თვითმხილველები, რომელებმაც შეძლეს და გადაიღეს სამოყვარულო ვიდეო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, "მფრინავი თეფში" რამდენიმე საათის განმავლობაში ეკიდა ცაში, ხოლო ობიექტს ოცამდე ადამიანი აკვირდებოდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენენ სხვადასხვა მოწყობილობით. უფოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს "შეთქმულების თეორია", ისინი ამ ხომალდით რომელიმე ქვეყანას დაესხმებიან თავს და ისინი იფიქრებენ, რომ მათ"უცხოპლანეტელები" დაესხნენ თავს, ხოლო თვითონ ამერიკელები ამ საქმიდან სუფთად გამოძვრებიან. USAF-ს ჯერჯეობით ამ ინფორმაციაზე და ვიდეოზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია უფრო ადრე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მრავალჯერ გაჟღერდა მოსაზრება, რომ თითქოს ამერიკელებს უკვე აქვთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მფრინავი თეფშის პროტოტიპი TR-3B-Аstra, რომელიც სამკუთხედის ფორმისაა და ბევრს იგი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჰგონია. უფლოგების მტკიცებით, ერთ-ერთი შეტევა ამერიკელებმა ავღანეთში 2014 წელს სწორედ TR-3B-Astra-თი განახორციელეს. პირველად "მფრინავი თეფშის"პროტოტიპის შექმნა გერმანელებმა სცადეს 1939 წელს, კონსტრუქტორ ჰენრიხ ფოკეს(Heinrich Focke) თაოსნობით, მაგრამ მაშინ ეს ცდა მარცხით დამთავრდა.სამაგიეროდ ფოკემ შექმნა ვერტმფრენი. 375 9-ს მოსწონს 1-ს არა
|