სხვა 7 მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდით კოღოს სამიზნე თქვენ და არა სხვა. კოღოებისგან თავდაცვის ბუნებრივი საშუალებები 2016, 29 ივლისი, 9:48 არ გიფიქრიათ იმაზე, რომ კოღო კონკრეტულად თქვენ გეძებთ, რომ მანიაკალურად გადაგეკიდოთ და დაგკბინოთ? და ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, თუ რა არის ამის მიზეზი? აქვე გიპასუხებთ, რომ ამაში დამნაშავე, ძირითადად (70%), თქვენი გენებია.
ადამიანები რომლებსაც პირველი (0) ჯგუფის სისხლი აქვთ, უფრო მეტად მიმზიდველები არიან კოღოებისთვის, ვიდრე ადამიანები ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლით. ფეხმძიმე ქალები 2-ჯერ უფრო მეტად იზიდავენ მალარიის კოღოებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ექიმებმა და მომავალმა დედებმა, რადგან დღეს მსოფლიოში ზეკას ვირუსი არის გავრცელებული, რომლის გამოც, ბავშვები თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან. ერთ-ერთი კვლევის დროს, დადგინდა რომ ადამიანები რომლებიც ლუდს სვამდნენ, უფრო მიმზიდველები აღმოჩნდნენ კოღოებისთვის, ვიდრე მათი ფხიზელი მეგობრები. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ატრაქტანტს – ეს არის ნივთიერება, რომელიც მწერებს იზიდავს, მაშინ როდესაც, სხვა ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც აფრთხობს მწერებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს ნივთიერებები როგორ მუშაობს. თუმცა, მეცნიერები ცდილობენ მის გამოყოფას და კოღოების საწინააღმდეგო ხაფანგების ან დასაფრთხობი სპრეის შექმნას. კოებს, ის ადამიანები მოსწონთ, რომლებიც სუნთქვის დროს, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ — ასეთები არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ზომის სამოსს ატარებენ და ფეხმძიმე ქალები. ვარჯიშის დროს, ადამიანის ორგანიზმში რძემჟავა წარმოიქმნება, რომელიც ოფლში მოხვედრის შემთხვევაში, ატრაქტანტი ხდება კოღოებისთვის. გენეტიკის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ არის საშუალებები, რომელიც დაგიცავთ კოღოების შემოტევისგან, როგორც სახლში ისე ქუჩაში. თავდაცვა კი აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ კოღოს ნაკბენი ქავილს და დისკომფორტს იწვევს, ჯანმრთელობისთვის სახიფათოც არის. კოღოს გადააქვს ისეთი დაავადებები, როგორიც არის ზიკას ვირუსი, მალარია, ყვითელი ციება, დას. ნილოსის ციება და სხვა. 3865 11-ს მოსწონს
|