სხვა 7 მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდით კოღოს სამიზნე თქვენ და არა სხვა. კოღოებისგან თავდაცვის ბუნებრივი საშუალებები 2016, 29 ივლისი, 9:48 არ გიფიქრიათ იმაზე, რომ კოღო კონკრეტულად თქვენ გეძებთ, რომ მანიაკალურად გადაგეკიდოთ და დაგკბინოთ? და ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, თუ რა არის ამის მიზეზი? აქვე გიპასუხებთ, რომ ამაში დამნაშავე, ძირითადად (70%), თქვენი გენებია.
ადამიანები რომლებსაც პირველი (0) ჯგუფის სისხლი აქვთ, უფრო მეტად მიმზიდველები არიან კოღოებისთვის, ვიდრე ადამიანები ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლით. ![]() ფეხმძიმე ქალები 2-ჯერ უფრო მეტად იზიდავენ მალარიის კოღოებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ექიმებმა და მომავალმა დედებმა, რადგან დღეს მსოფლიოში ზეკას ვირუსი არის გავრცელებული, რომლის გამოც, ბავშვები თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან. ![]() ერთ-ერთი კვლევის დროს, დადგინდა რომ ადამიანები რომლებიც ლუდს სვამდნენ, უფრო მიმზიდველები აღმოჩნდნენ კოღოებისთვის, ვიდრე მათი ფხიზელი მეგობრები. ![]() ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ატრაქტანტს – ეს არის ნივთიერება, რომელიც მწერებს იზიდავს, მაშინ როდესაც, სხვა ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც აფრთხობს მწერებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს ნივთიერებები როგორ მუშაობს. თუმცა, მეცნიერები ცდილობენ მის გამოყოფას და კოღოების საწინააღმდეგო ხაფანგების ან დასაფრთხობი სპრეის შექმნას. ![]() კოებს, ის ადამიანები მოსწონთ, რომლებიც სუნთქვის დროს, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ — ასეთები არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ზომის სამოსს ატარებენ და ფეხმძიმე ქალები. ![]() ვარჯიშის დროს, ადამიანის ორგანიზმში რძემჟავა წარმოიქმნება, რომელიც ოფლში მოხვედრის შემთხვევაში, ატრაქტანტი ხდება კოღოებისთვის.
3865 11-ს მოსწონს
|