სხვა უნიკალური წარწერა საქართველოში 2016, 27 ივლისი, 16:35 ეს არის ადგილი სადაც დღეს თანამედროვე ავტომაგისტრალი გადის თუმცა ამ ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა მნიშვნელოვანი გზა რომელსაც ისტორიკოსები კასპიისა და შავი ზღვის გზაგასაყარად მოიხსენიებენ, სწორედ ამ გზასთან ორი მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ადამიანი.
მაიამის ბეტა ლაბორატორიიდან ჩამოსულმა დასკვნამ რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს არქეოლოგთა ლაბორატორიაში მთლიანად შეცვალა წარმოდგენები გრაკლიანის გორის შესახებ რომელიც იგოეთთან ერთი წლის წინ შეისწავლეს.
დასკვნაში მითითებულია რომ საქარტველოდან გაგზავნილი ბარელიეფი რომელიც გათხრების დროს აღმოაჩინეს დაახლოვებით 3000 წლის წინანდელია, წარწერის მნიშვნელობა რომელიც ბილინგვაზეა ამოტვიფრული შეუძლებელია ამ ეტაპზე გავშიფროთ თუმცა იმის გათვალისწინებით რომ იგი ნაპოვნია საკურთხეველთან და შესრულებულია ორი სხვადასხვა სახის ასო-ბგერებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იგი არის ნაყოფიერებისა და ცეცხლის ღმერთის სადიდებელი.
აქ აღმოჩენილი ნივთები ადასტურებენ იმას რომ, გრაკლიანელები შრომისმოყვარე და მორწმუნე ხალხი იყვნენ, მაგრამ რაც მთავარია არქეოლოგიური კვლევების თანახმად დასტურდება რომ აქ იყო არა სპონტანური დასახლება არამედ ორგანიზებული საზოგადოება სადაც იცავდნენ ტრადიციებს და ამზადებდნენ ნივთებს. აქ 2500 წლის წინ სრულდებოდა ნაყოფიერების ღმერთის სადიდებელი, რასაც ადასტურებს ორი ცეცხლის გადამტანი ჭურჭელი რომელსაც მხოლოდ ქურუმები ხმარობდნენ. ასეთი დიდი მაშტაბების აღმოჩენის გამო გრაკლიანის გორაზე ერთდროულად შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობს. გარდა თიხის ნაწარმისა აქ ასევე ვხვდებით ლითონის ნაწარმსაც რაც გრაკლიანელების გემოცნებაზე მიგვითითებს, დისკო რომელიც ამ ველიდან ამოიღეს ორნამენტული და საკმაოდ დახვეწილია. ჩვენ კიდევ არ გვაქვს სრული წარმოდგენა იმდროინდელ საზოგადოებაზე რასაც არამხოლოდ ნაპოვნი ნივთები არამედ გრაკლიანი გორის სტრუქტურაც მიგვითითებს, ისინი რეალურად განვითარების მეტან მაღალ საფეხურზე იყვნენ ვიდრე გგვგონია. ქართულმა დამწერლობამ განვითარების გრძელი ფაზა გაიარა, ეს იყო სამი ეტაპი: ასომთავრული, ნუსხური, და მხედრული. მაგრამ ის რაც აქ აღმოაჩინეს მთლიანად ცვლის არამ მხოლოდ ქართული არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიას. მაიამის ბეტა ლაბორატორიის კვლევის თანახმად წარწერა რომელიც აქაა აღმოცენილი თარიღდება ძვ.წ 11 - 10 საუკუნეებით, და თუ დადასტურდა რომ ეს წარწერაა მაშინ გამოდის რომ ქართველები ფინიკიეებზე 200 წლით ადრე წერდნენ. ფაქტი ერთია აქ აღმოცენილმა ამ დამწერლობის ნიმუშმა ხელი შეუწყო მსოფლიოში კიდევ ერთი უძველესი კერის გაჩენას, თბილისიდან 40 კილომეტრში. 142 6-ს მოსწონს
|