სხვა მალავიში მამაკაცი,რომელსაც ბავშვებთან სექსში ფულს უხდიდნენ პირადად პრეზიდენტის ბრძანებით დააკავეს 2016, 27 ივლისი, 11:10 ბი-ბი-სის რეპორტაჟის შემდეგ ერიკ ანივა, რომელსაც მოზარდ გოგონებთან სექსი ჰქონდა რიტუალური "განწმენდის" მიზნით, 21 ივლისს პირადად მალავის პრეზიდენტის, პეტერ მუტარიკის ბრძანებით დააკავეს. ამასთანავე, როგორ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება, მუტარიკმა გასცა ბრძანება საბოლოოდ წერტილი დაესვას ტრადიციას ქვეყნის სამხრეთით, რის მიხედვითაც ქალწულ გოგონებისთვის ქირაობდნენ "სექსუალურ გამწმენდებს", ე.წ. "აფთრებს". კათოლიკური მღვდლის, მამა კლო გუშარის განცხადებით, რომელიც საფრანგეთიდან არის და 50 წელია მალავიში ცხოვრობს და იცის, რომ "სექსუალური განწმენდის" ტრადიცია ამ ქვეყანაში საუკუნეებს ითვლის, თუმცა ყველა მცდელობა ააცილონ ბავშვებს ადრეული სექსუალური ცხოვრება ველური რიტუალის მეშვეობით, უშედეგოდ მთავრდება. პირველ რიგში გააფთრებული წინააღმდეგობა მშობლებიდან მოდის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 100 წელზე მეტია ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა ქრისიტიანულ აღმსარებლობას მისდევს. შეგახსენებთ, მალავის(სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში)ზოგიერთ სამხრეთ რაიონებში არსებობს ტრადიცია, რის მიხედვითაც სქესობრივად მოწიფულ გოგონებს ქალწულობას ამ საქმისთვის სპეციალურად დაქირავებული მამაკაცი აკარგვინებენ. მამაკაცებს, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული "აფთრებს" უწოდებენ.სქესობრივი აქტს მოზარდ გოგონასა და "აფთარს" შორის ტომის უხუცესები "განწმენდას" უწოდებენ.თუმცა შედეგი შესაძლოა სავსებით საწინააღმდეგო იყოს. მსგავსი რიტუალი დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს, მათ შორის პირველ რიგში შიდსის. უფრო დაწვრილებით ნახეთ :intermedia.ge/სტატია/76378-მამაკაცი-რომელსაც-ქალწულებთან-სექსში-ფულს-უხდიან 1147 8-ს მოსწონს 1-ს არა
|