სისხლის სამართალი გეების სერიული მკვლელი ლონდონიდან კიდევ 8 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი 2016, 26 ივლისი, 10:43 ![]() გამოძიების თანახმად 41 წლის სტივენ პორტი თავის მსხვერპლს გეების გაცნობის საიტზე პოულობდა.მიმოწერის შემდეგ ის მამაკაცს კუკს-სტრიტზე, საკუთარ სახლში პატიჟობდა, შემდეგ კი სამედიცინო პრეპარატით, GHB(გამა ჰიდროზეთის მჟავა)-ით უმასპინძლდებოდა. ![]() გამა ჰიდროზეთის მჟავა გამოიყენება როგორც საანესთეზიო და სედატიური საშუალება, თუმცა მისი დიდი დოზით გამოყენებამ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.მრავალ ქვეყანაში პრეპარატი ოფიციალურად აკრძალულია. ![]() დანაშაული პორტმა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ჩაიდინა.მთლიანად პორტის წინააღმდეგ აღძრულია საქმე 29 ეპიზოდში.სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. თავიდან პოლიცია ყოველი მოკლული გეის საქმეს ცალ-ცალკე იძიებდა, შემდეგ აღმოაჩინეს ერთმანეთთან კავშირი და ყველა საქმე გააერთიანეს.სტივენ პორტი 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. 206 7-ს მოსწონს 1-ს არა
|