სხვა ქართული ანეგდოტები 2012, 4 ივნისი, 20:05 მიხოს ჰკითხეს: — როგორ ხარ? — ვარ რა, საზამთროსავით? — ეგ როგორ? — მუცელი მეზრდება და ყუნწი კიდე მიხმება --------------------------------------- მიხო ჟიგულზეა მიყუდებული. მიადგება ინსპექტორი (გაიშნიკი) და - საბუთები მომეციო! მიხომ - არა მაქო. მაშინ მანქანას საჯარიმოზე წავიყვანო! - დაემუქრა. წაიყვან და წაიყვანე რა, სხვაი ვერ მივეყუდები რო? --------------------------------------- კაცმა ურეკავს ექიმს: - ექიმო მე ისა ვარ დღეს რომ კლიზმა დამინიშნეთ, ეხლა ხელში მიჭირავს და მაინც ვერ მივხვდი რა უნდა გავაკეთოვო. ექიმმა უთხრა უკანა ტანში გაიკეთეო. - როგორ, როგორ? -ვერ გაიგიო მიხომ. - ქვედა ტანში გაიკეთეო -გაუმეორა ექიმმა - ბატონო ბატონო? -კიდევ ვერ გაიგო მიხომ - რა და ტრ..ში გაიკეთე ტრ..შიო -დაუყვირა ექიმმა - კაი კაი ექიმო დღეს რაღაცა გაბრაზებული ჩანხარ და ხვალე დაგირეკავო -ჩაილაპარაკა კაცმა ----------------------------------------------------------- რაჭველმა დაპატიჟა თავისი კახელი მეგობარი დათვზე სანადიროდ. რაჭველმა სტუმარს დააყარა საჭმელ- სასმელი და თან მთელი ქეიფის მანძილზე აფრთხილებს: - ახლა სანადიროდ რომ წავალთ და დათვს რომ დეინახავ, კი არ ესროლო, მობრუნდი და გამეიქეცი. კახელმა იფიქრა ვერ არი ყოჩაღადო, მაგრამ რას ეტყოდა, დაეთანხმა.. ------------------------------------------------------------ რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში. -შევცოდე მამაო. -რა შვილო ჩემო? -მეგრელი მოვატყუე. -ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო. ------------------------------------------------------------ რაჭველებმა თქვეს, ეჰ, ერთი სწრაფი ბიჭი გვყავდა და იმასაც კატოკმა გადაუარაო. 4589 4-ს მოსწონს |
- ახლა სანადიროდ რომ წავალთ და დათვს რომ დეინახავ, კი არ ესროლო, მობრუნდი და გამეიქეცი.
კახელმა იფიქრა ვერ არი ყოჩაღადო, მაგრამ რას ეტყოდა, დაეთანხმა.....
მაგას გაგრძელებაც აქ და რატო არ წერია? :D:D:D:D