x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ძლიერი ამ ქვეყანაზე

image
ერთხელ ღამით, გარიჟრაჟამდე ცოტა ხნით ადრე, მეფე შაპურს, რომელიც საწოლში იწვა, ღამის გუშაგების ხმები მოესმა. ისინი ერთმანეთს ეკამათებოდნენ.

ერთმა გუშაგმა თქვა:

– ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაზე, ჩემი მეფეა.
მეორემ თქვა:

– მსოფლიოში ყველაზე ძლიერი – ღვინოა.
ხოლო მესამემ თქვა:

– ყველაზე ძლიერი ქვეყანაზე - ქალია.
დილით მეფემ მინისტრებს უხმო თავისთან და ჰკითხა, თუ ვინ იყო ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაზე: მეფე, ღვინო თუ ქალი?

მინისტრებმა, პასუხის გაცემისგან, თავი შეიკავეს.

მაშინ მეფემ თავადვე უპასუხა დასმულ კითხვას:

– მეფეებიც კარგავენ ხანდახან ხელისუფლებაზე კონტროლს, ღვინის ძალაუფლება მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, ხოლო ქალი… არ იყო ქვეყანაზე სოლომონზე უფრო მეტად ბრძენი კაცი, უფრო ძლიერი ვიდრე სამსონი, უფრო მეტად ჭეშმარიტების მთქმელი, ვიდრე დავითი, მაგრამ სამივე ქალმა აცდუნა...

3
762
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
762
  
2016, 29 ივლისი, 22:07
მართალია :)
სოლომონს 300 ცოლი და 700 საყვარელი ჰყავდა.
სამსონი დალილამ აცდუნა,ფულზე გაყიდა.
დავითი ბათშებაყმა
და საერთოდ ქალს შეუძლია აგაშენოთ და გადაქციოთ.ამიტომ სწორად უნდა შეარჩიოთ მანდილოსანი ,ვის დაუკავშირებთ თქვენს მომავალს
2016, 25 ივლისი, 23:29
ანუ ძლიერები? :)
2016, 25 ივლისი, 21:21
ყვეელა ერთნაირები ხართ ქალები :D :D
0 1 3