ცხოვრება ჩერნობილთან ახლოს, აკრძალულ ზონაში.
ბელორუსიის სოფელ ტულგოვიჩში, რომელიც მდებარეობს ჩერნობილთან ახლოს და არის აკრძალულ ზონად გამოცხადებული. ჩერნობილის ავარიამდე ამ სოფელში ცხოვრობდა 300 ოჯახზე მეტი დღეს კი ცხოვრობს მხოლოდ სამი ადამიანი ხალხმა ეს სოფელი პირველივე წელს დატოვა და როგორც ჩანს იქ დაბრუნებას წასულთაგან აღარავინ აპირებს.ერთ-ერთი მათგანი ვინც ამ სოფელში დარჩა არის ივან შიმიანოკი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეწვია სტუმარი (ჟურნალისტი) და მოინახულა მისი საცხოვრებელი ადგილი ასევე გაეცნო მის ყოველდღიურ ცხოვრების წესს იგი მარტოხელა მოხუცია.
ის და მისი მეუღლე უარყოფდნენ ნებისმიერ წინადადებას გადასახლებასთან დაკავშირებით, ივანმა განაცხადა რომ რადიაციის უხილავ გამოსხივებას არასდროს შეუწუხებია.
"გუშინ ჩემთან მოვიდნენ ექიმები შემამოწმეს და წასვლისას თქვეს რომ მე სავსებით ჯანმრთელი ვარ"
ივანის სოფელში ცხოვრობდნენ მისი და და მეუღლე, მაგრამ მათ დატოვეს სოფელი და მალევეც გარდაიცვალენნ, როგორც მოხუცი აცხადებს გარდაცვალების მიზეზი შიში გახლდათ.
ჭა მის ეზოში
სოფლის სამი მცხოვრები ადამიანს სურს გააგრძელონ ცხოვრება, მოიშენონ პირუტყვი და მოიყვანონ ბოსტნეული.
ივანი ამბობს, რომ მისი ცხოვრება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ავარია მოხდა.ის და მისი ოჯახი ჩვეულებრივად მიირთმევდნენ ბოსტნეულს და მოჰყავდათ ხილი საკუთარ ბაღში.
ახლა, როდესაც მეუღლე გარდაეცვალა, შვილებმა კი მიატოვეს, ის და მისი დისშვილი - რომელიც სოფელთან ახლოს, სხვა სოფელში ცხოვრობს, ერთადერთნი არიან ვინც დარჩნენ ამ ტერიტორიაზე.
"დაბრუნდებიან აქ როდესმე ადამიანები? არა, ისინი არ დაბრუნდებიან, ხოლო, ისინი ვინც დაბრუნდნენ, გარდაიცვალნენ"
ივანის სახლთან ახლოს გადაღებული სხვა სახლის ფოტოები
ის ცხოვრობს მშვიდი ცხოვრებით, იღვიძებს დილის 6 საათზე, იქვე პატარა რადიოში ჩართავს ეროვნულ ჰიმნს, მოამზაებს დილის საუზმეს, შემდეგ გადის ეზოში სადაც კვებავს პირუტყვს, ყიდულობს საკვებს მეზობელ სოფლელში კვირაში ორჯერ.
მისივე თქმით არ უჩივის ჯანმრთელობას, ადასტურებს რომ მისი წამალი საუზმის დროს ერთი ჭიქა არაყია.